საქართველოს ფავორიტი მეტოქე - "ჯვაროსნების" სტატისტიკა ალბანეთთან

AutoSharing Option
ალბანელი ბესნიკ ჰასი და ალექსანდრე იაშვილი, 2004 წელი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, 10 სექტემბერს, ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურის მატჩს გასვლაზე, ალბანეთის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. თამაშამდე შეგვიძლია ორ ნაკრებს შორის გამართული შეხვედრების სტატისტიკა გავიხსენოთ.

საქართველოს ეროვნულ გუნდს ალბანელების წინააღმდეგ, სხვა ყველა მეტოქესთან შედარებით, ყველაზე მეტი, 15 მატჩი აქვს ჩატარებული. ასევე, "ჯვაროსნებს" ყველაზე მეტი თამაში ალბანეთის წინააღმდეგ აქვს მოგებული - ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში ჩვენი ნაკრები გამარჯვებული 8-ჯერ დარჩა, 4-ჯერ ფრედ ითამაშა და მხოლოდ 3-ჯერ წააგო.

ამ ორმა ნაკრებმა
ერთმანეთის წინააღმდეგ პირველი მატჩი თითქმის 30 წლის წინ, 1994 წელს გამართა. ევრო 1996-ის შესარჩევი ეტაპის ორივე შეხვედრა საქართველომ მოიგო - ქართველებმა ალბანელებს სტუმრად 1:0 სძლიეს, სახლში - 2:0. ბოლო ოფიციალური თამაშები გუნდებმა 2006 წლის მუნდიალის შესარჩევში გამართეს - ჩვენმა გუნდმა სახლში 2:0 მოიგო, სტუმრად 2:3 დამარცხდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებელი - საქართველოს ნაკრებს ყოფილი მეტოქეებიდან ყველაზე მეტი, 23 გოლი სწორედ ალბანეთის გუნდის კარში აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 18 წლის მანძილზე საქართველომ და ალბანეთმა 5 ამხანაგური მატჩი გამართეს, საიდანაც 4 ფრედ დასრულდა (ოთხივე თამაში ტირანაში გაიმართა), ხოლო ერთი საქართველოს ნაკრებმა მოიგო. გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა 2022 წელს ჩატარდა და ტირანაში გამართული მატჩი გუნდებმა უგოლო ფრით დაასრულეს. მაშინ საქართველოს გუნდს უკვე ვილი სანიოლი წვრთნიდა.

ამჟამად ალბანეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში საქართველოზე 4 პოზიციით წინაა და 66-ე ადგილს იკავებს.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ალბანელები ქართველთა ფავორიტი მეტოქეები არიან, რადგან სწორედ ბალკანელთა წინააღმდეგ გვაქვს მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვება და ყველაზე მეტი გოლიც მათ გავუტანეთ.

ალბათ, არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
არადა მაგ დროს მართლაც რომ კარგად ვთამაშობდით.მახსოვს იან რაშის უელსს 5 ბურთი გადავახიეთ თავზე თბილისში და შემდეგ გასვლაზეც მოვუგეთ.ამ ბოლო წლებში უელსში 1-1 ვითამაშეთ და გარი ბეილმა გულდაწყვეტილმა თქვა როგორ ყველამ ისწავლა თამაშიო.მწარედ გამეცინა,ჩვენ ვისწავლეთ თუ თქვენ ისწავლეთ?
გოჩა
15:54 10-09-2024
0
ეს ქოცები ან ნაცები ასეთი კომენტარები რისთვის გჭირდებათ მოინელეთ ეს პოლიტიკა ცდა მერე აკეთეთ კომენტარები...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული