სილვინიო: ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა - ძალიან ძლიერ გუნდთან წავაგეთ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ გააკეთა:

„ეს უკრაინისგან სრულიად განსხვავებული მატჩი იყო. ორივე გუნდისგან ბევრი ტაქტიკური ბრძოლა ვნახეთ. მინდა მათი ნაკრები და მწვრთნელი შევაქო, რომლებიც საქმეს ძალიან კარგად ართმევენ თავს. რაც შეეხება შეხვედრას, ნელ ტემპში მიმდინარეობდა. როდესაც ბურთს ვფლობდით, ისინი, ისევე, როგორც ჩვენ, ყველანი თავს კარგად იცავდნენ. ძალიან ტაქტიკური თამაში გამოვიდა. ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ გოლი ჩვენ გავუშვით.

შეცდომები? ჩემს ფეხბურთელებზე აუგს ვერ ვიტყვი, მინ
და შევაქო. ორი მძიმე მატჩი ჩავატარეთ, ბალანსირებული და ძლიერი გუნდი გვყავს. ფიზიკურად დამღლელი დაპირისპირება გახლდათ, რაც შეეძლოთ, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. მუდამ, როდესაც ვიგებთ, ამბობენ, რომ მე არაფერს არ ვაკეთებ, თუ წავაგეთ... ნული დარტყმა კარში? ნუ ნერვიულობთ, ფეხბურთი ასეთია. საქართველოსთან რთულ შეხვედრას ველოდით, მათ ჩეხეთს 4:1 სძლიეს, ეს ვიცოდით. ევროპირველობაზე მერვედფინალიდან ესპანეთმა გამოაგდო, პორტუგალიას მოუგეს, მაგარი გუნდია. ნახევარდაცვაში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოს 20 საუკეთესო მოთამაშეს შორისაა, „ნაპოლიში“ იტალიის ჩემპიონი გახდა.

ტურნირი, საბედნიეროდ, დღეს არ დასრულებულა, ოქტომბერში გაგრძელდება და ვნახოთ, ნოემბერში რა მოხდება. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი მიზანია - ჯგუფის მოგებას შევეცადოთ“.

altგაწბილებული პრემიერ-მინისტრი და ფეხბურთელების კომენტარები

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ალბანეთთან მატჩში?

altწარმატებული სვლა გრძელდება - საქართველოს ნაკრებმა ალბანეთსაც სძლია! [VIDEO]

altქოჩორაშვილის შესანიშნავი გოლი! - საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დაწინაურდა [VIDEO]

altალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ორივე ფრთხილად თამაშობდა ძალიან,თითქოს ფრეზე თანახმა იყვნენ და რომ არა ეს ქოჩორას საოცარი დარტყმა,ალბათ ფრეც იქნებოდა.ისე,ჩვენ ფიზიკაში აშკარად დავჯაბნეთ და მომენტებიც მეტი გვქონდა,მოგება დავიმსახურეთ.ალბანეთისგან უფრო აგრესიულ თამაშს ველოდი.ეტყობოდათ,რომ წაგების ეშინოდათ,არ უნდოდათ.ზედმეტმა სიფრთხილემ კი ცუდი სამსახური გაუწიათ.
მირო
04:25 11-09-2024
0
ვიცით რომ ძალიან ძლიერ გუნდთან წააგეთ, მაგრამ ფრე ლოგიკური შედეგი როგორ იქნებოდა. ბოლოს კიდევ უნდა გაგვეტანა
დავით 67
03:49 11-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული