საქართველოს და ალბანეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

AutoSharing Option
ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრები ალბანეთს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში დაიწყო და მალევე გაიყიდა.

ტირანაში "ჯვაროსნებმა" ალბანეთი 1:0 დაამარცხეს, მეოთხე ტურის შეხვედრა კი 14 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 25 /
იქნებ ბოლოს და ბოლოს ვინმე მიხვდეს, რომ 1) ახალი , დიდი ტევადობის (მინიმუმ 60 - 70 ათასი) არენა და 2) ბილეთების განაწილების ახალი პრინციპია საჭირო. ვინც ტექნოლოგიებში ვერ ერკვევა და ბილეთების ონლაინ შეძენას ვერ ახერხებს ისინი დასჯილები არიან?! სადაური სამართალი ან თანასწორუფლებიანობაა ეს?!

ხომ შესაძლებელია შეიქმნას გულშემატკივართა (ერონული ნაკრების თამაშზე დასრების მსურველნი) ბაზა და პორტალი, რომელზე რეგისტრირებულ პირებსაც წინასწარ ექნებათ ანგარიშზე დადებული გარკვეული თანხა, რათა ფედერაციამ თავი დაიზღვიოს, შემდეგ კი ყოველი თამაშის წინ შემთხვევითი განაწილების , რომელსაც პროგრამული უზრუნველყოფა ლოტოტრონის პრინციპით ავტომატურად დაალაგებს , გამოვლინდნენ ამა თუ იმ შეხვედრაზე დასასწრებად ბილეთის მფლობელი პირები, რომლებსაც პორტალის ანგარიშიდან ჩამოეჭრება შესაბამისი თანხა და აღარ იქნება ეს გაუთავებელი გადაყიდვები, ათასი უმსგავსობა და სპეკულაცია.

ასევე დავეთანხმები ერთ-ერთი კომენტარის ავტორს, რომ საჭიროა დაწესდეს კვოტები ასაკობრივ ჯგუფებზე და სქესზე, რათა სამართლიანად განაწილდეს ბილეთები. ფაქტია, ახალი მიდგომაა მოსაფიქრებელი და რაც მალე მით უკეთესი.
ABARA
10:48 01-10-2024
1
ბოიკოტი შეძახილები აქციები რომ დააბრუნონ ბილეთების გაყიდვა სტადიონებზე!!!!
გიორგი
17:37 29-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული