"ოხ რა ძნელი იქნება საქართველოს ნაკრების დამარცხება" - უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
ერთა ლიგის B1 ჯგუფის მესამე ტურში, აუტსაიდერი უკრაინის ნაკრები ლიდერ საქართველოს ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს პოზნანში უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქის ყოფილმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ მომავალი მატჩის შესახებ კომენტარი Команде №1-თან გააკეთა:

"იმის გათვალისწინებით, როგორ ითამაშა უკრაინამ ალბანეთთან და ჩეხეთთან, ეს უბრალოდ საშინელებაა, ნაკრებში იმდენი პრობლემაა. ჩვენი უახლოესი მოწინააღმდეგე საქართველო აღმავლობის გზაზეა და მისი დამარცხება ოხ რა ძნელი იქნება, მაგრამ ვთვლი, რომ რებროვმა სწორი დასკვნები გამოიტანა და იცის, როგორ მიაღწიოს აუცილებელ შედეგს. მე ვფიქრობ, საჭიროა პირველივე წუთიდან ქართველებთან პრესინგს მივმართოთ, თამაში გარდავტეხოთ.

რაც შეეხება შანსებს - ასე ვთქვათ, ახლა ჩვენ მუდმივარ სხვების დაწევა გვჭირდება, რადგან უკვე ექვსი ქულა გვაქვს დაკარგული. ჯერ საქართველოს ძლევაა აუცილებელი, შემდეგ ჩეხეთის. ჩეხები უკრაინელებზე ძლიერები არ არიან. და მაშინ ნათელი გახდება: გვაქვს თუ არა პირველი ორი ადგილის დასაკავებლად რეალური შანსი თუ ეს მხოლოდ მათემატიკური გამოთვლაა. ყველაფერი რებროვის ხელშია".

მკითხველის კომენტარები / 11 /
აუ იღონდ ესენი მიაფარჩაკონ რა ბიჭებმა სცვა არაფერი მინდა.. ეს დაუნახავი უმადური ნაროდი.
მათე
23:12 02-10-2024
0
უკრაინელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ გამორჩეულად მაღალი ფიზიკური მომზადებით და მონაცემებით.ამასთან ერთად,მათ გუნდში ყოველთვის ჰყავდათ გამორჩეულად ძლიერი ლიდერები,რომლებიც ხშირად ვარსკვლავების დონეზე თამაშობდნენ.დიდი დინამოს დროსაც კი,ჩვენებს უმძიმესი მატჩების ჩატარება უწევდათ დონეცკში,დნეპროპეტროვსკში,ოდესაში,ხარკოვში,ლვოვში თუ კიევში.მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიმარჯვებდით,თუ ტექნიკურ უპირატესობასთან ერთად,ფიზიკურადაც ბოლომდე დავიხარჯებოდით და არც ფეხებს დავზოგავდით.ახლაც ასე იქნება.უდიდესი ფიზიკური ზეწოლა,პრესინგი მთელ მოედანზე და ძვლების ჭახაჭუხია,უკრაინელების გამარჯვების რეცეპტი.ფიზიკურად მძლავრ უკრაინელებს,შეტევაშიც ექნებათ შანსები და ჩვენი ნახევარდაცვის სამეულიდან რომელიმე თამაშიდან თუ გამოთიშეს(ტრავმის მიყენებას არ მოერიდებიან),მერე ეს შანსები,მიღწევადიც გახდება.ვინც ფიქრობს,რომ უკრაინელებს აუცილებლად დავამარცხებთ,ის უკრაინელებს არ იცნობს.შესაძლო ჩვენც დავამარცხოთ და სხვებმაც,მაგრამ გარანტირებულად,სამიოდე გუნდის დასახელება თუ შეიძლება,უკრაინას რომ აუცილებლად დაამარცხებს.ყველა პოზიციიდან მძლავრად ურტყამენ და ორიოდე დარტყმა,კარგად თუ გამოუვიდათ,წადი და სდიე.მათ ვერ დავღლით,ბურთი ჩვენ უნდა დავიჭიროთ და მიწაზე გავაგოროთ.ტექნიკა,სისწრაფე,უბურთოდ ბევრი მოძრაობა,კომბინაციური თამაში და უმტკიცესი სათამაშო დისციპლინაა,ჩვენი გამარჯვების რეცეპტი.რაც მთავარია,მომენტები,მაღალი პროცენტით უნდა გამოვიყენოთ და ჩეხვას არ შევუშინდეთ.
სოსო
22:09 02-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული