საბოლოო შეთანხმება მილანში შედგება? - კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებისს საკითხს წერტილი ამ თვის ბოლოს უნდა დაესვას

AutoSharing Option
Corriere dello Sport წერს, რომ ჯერჯერობით "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.

მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ქართველს "პარტენოპეისთან" 2027 წლამდე აკავშირებს და ის სეზონურად 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

"ნაპოლი" ჩვენებურს კონტრაქტის 2029 წლამდე გაგრძელებასა და ანაზღაურების 6 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, მაგრამ ჯუღელი 8 მილიონს ითხოვს.

Corriere dello Sport გვაუწყებს, რომ "პარტენოპეის" სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასა და ხვიჩას აგენტს შორის გადამწყვეტი შეხვედრა ახალ შრომით ხელშეკრულებაზე მოსალაპარაკებლად შესაძლოა, "მილანში" შედგეს.

29 ოქტომბერს "როსონერი" გასვლაზე სწორედ "პარტენოპეის" ეთამაშება
და შესაძლოა, ამ თვის ბოლოს ხვიჩას კონტრაქტის ამბავი საბოლოოდ გაირკვეს, იქამდე კი მას "ნაპოლიში" ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
არანაირი კონტრაქტი არ იქნება.ლაურენტისი იძულებული იქნება ხვიჩა გაყიდოს, თუ არა ვერაფერს მიიღებს.ხვიჩას მომავალ წელს შეუძლია პრაქტიკულად უფასოდ წასვლა.ამხელა საიტმა ფიფას წესები როგორ არ იცით.თუ იცით, რატომ არ წერთ გარკვევით, რომ ფეხბურთელს, რომელსაც 5 წლიანი კონტრაქტი აქვს, 3 წელში შეუძლია წასვლა, თუ გადაიხდის 2წლის ხელფას?
მირიან
07:34 04-10-2024
0
ნაპოლის ხელმძღვანელობა ძალიან უმადურად და უსინდისოდ იქცევა. წარმოუდგენელია ფეხბურთელს რომელმაც გუნდის გაჩენპიონებაში ლომის წილი დაიდო და ან სეზონშიც წამყვანი მოთამაშეა ყველაზე დაბალი ხელფასი მისცე !
დათო
03:49 04-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული