საბოლოო შეთანხმება მილანში შედგება? - კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებისს საკითხს წერტილი ამ თვის ბოლოს უნდა დაესვას

AutoSharing Option
Corriere dello Sport წერს, რომ ჯერჯერობით "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.

მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ქართველს "პარტენოპეისთან" 2027 წლამდე აკავშირებს და ის სეზონურად 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

"ნაპოლი" ჩვენებურს კონტრაქტის 2029 წლამდე გაგრძელებასა და ანაზღაურების 6 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, მაგრამ ჯუღელი 8 მილიონს ითხოვს.

Corriere dello Sport გვაუწყებს, რომ "პარტენოპეის" სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასა და ხვიჩას აგენტს შორის გადამწყვეტი შეხვედრა ახალ შრომით ხელშეკრულებაზე მოსალაპარაკებლად შესაძლოა, "მილანში" შედგეს.

29 ოქტომბერს "როსონერი" გასვლაზე სწორედ "პარტენოპეის" ეთამაშება
და შესაძლოა, ამ თვის ბოლოს ხვიჩას კონტრაქტის ამბავი საბოლოოდ გაირკვეს, იქამდე კი მას "ნაპოლიში" ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
10 მილიონიც რომ შესთავაზოს არ უნდა გააგრძელოს კონტრაქტი, ასეთი უპატივცემულობა როგორ შეიძლება,სახვეწარი გაიხადეს ამ უნამუსოებმაააა
გიგი
14:18 03-10-2024
1
ძალიან საეჭვოა ნაპოლი გრანდად ჩამოყალიბდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს თუ გამოსასყიდი თანხა შევა კონტრაქტში და თანაც არა აბსურდული
კახა
14:26 03-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული