მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ქართველს "პარტენოპეისთან" 2027 წლამდე აკავშირებს და ის სეზონურად 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
"ნაპოლი" ჩვენებურს კონტრაქტის 2029 წლამდე გაგრძელებასა და ანაზღაურების 6 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, მაგრამ ჯუღელი 8 მილიონს ითხოვს.
Corriere dello Sport გვაუწყებს, რომ "პარტენოპეის" სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასა და ხვიჩას აგენტს შორის გადამწყვეტი შეხვედრა ახალ შრომით ხელშეკრულებაზე მოსალაპარაკებლად შესაძლოა, "მილანში" შედგეს.
29 ოქტომბერს "როსონერი" გასვლაზე სწორედ "პარტენოპეის" ეთამაშება