კვარაცხელია დაისვენებს, გოგლიჩიძე დაიწყებს... "ფრანგული" შეტევა?! - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებთან დაპირისპირება კარს მოგვადგა. საქართველოს ეროვნული გუნდის სავარაუდო შემადგენლობის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია, მიუხედავად იმისა, მასში განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველით.

არაერთეხელ დაგვიფიქსირებია, რომ სასტარტო თერთმეტეულის შერჩევისას პროცესების შიგნიდან დაკვირვება მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი ვარაუდები თითქმის მთლიანად მართლდება.

კვარაცხელიამ მზადება ინდივიდუალურად დაიწყო...

Sportall.Ge

რა არის ახლა საკვანძო საკითხები? პირველ რიგში, ვილი სანიოლი კვლავ ეცდება, ძირითადში იმ გამოკვეთილ 11 ფეხბურთელს ენდოს, განვლილ ორ ტურში რომ ათამაშა. რა უშლის ამაში ხელს? - როგორც ექსკლუზიურად მოგახსენეთ და შემდეგ იტალიური მედია ჩვენ წყაროს აქტიურად უთითებდა, ხვიჩა
კვარაცხელია ნაკრებს უკანაკნელ ტურში მიღებული დაზიანებებით შეუერთდა, "კომოსთან" მას ფეხებში მაგრად ურტყეს. "კვარამ" მზადება ინდივიდუალურად დაიწყო, ისევე როგორც გიორგი გველესიანმა. რადგანაც ეს ვითარებაა, საბა გოგლიჩიძე კი ახალგაზრდულ ნაკრებს მნიშვნელოვან შეხვედრებში არ დაუთმეს, "ემპოლის" კარგ ფორმაში მყოფ მცველს სასტარტოში პირველად ველით.

კიდევ ერთი შეკითხვა გიორგი მიქაუტაძესთან მიმართებაშია. მას ახლა კლუბში კარგი ვითარება არ აქვს, თუმცა თუკი ვარჯიშებზე რაიმე პრობლემა არ შენიშნეს, მოსალოდნელია, მაინც პირველივე წუთებიდან ვიხილოთ. უკრაინელებს ორი მარცხი აქვთ, ქულები აუცილებლად სჭირდებათ და წინ მიქაუტაძის ტიპის, სწრაფი და დამგვირგვინებელი ფორვარდი სანიოლის ტაქტიკისთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არც იმას გამოვრიცხავთ, ბუდუ ზივზივაძე პირველივე წუთებიდან ვიხილოთ.

მეკარე

თუკი ბოლო სანაკრებო მატჩებში ნაკლები საქმე ჰქონდა, აუტსაიდერ "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა სჭირდება და ფორმაშია.

გოგლიჩიძეს სასტარტოში პირველად ვიხილავთ?!

Sportall.Ge

ცენტრალური მცველები

როცა 3 ცენტრალური მცველით თამაშობ, აქ შეთამაშებისა და ურთიერთგაგების როლი კიდევ უფრო იზრდება. გურამ კაშია და ლაშა დვალი ამ საქმეში სტაბილურად არიან, მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე კი საბა კვირკველია გიორგი გველესიანმა ჩაანაცვლა. იტალიაში საბა გოგლიჩიძის პროგრესი იმხელაა, მალე 20 წლის უკანახაზელის გარეშე "ჯვაროსნების" წარმოდგენა რთული იქნება. მისი სასტარტოში დაყენება სადღაც უნდა შედგეს და გამორიცხული არაა, ეს სწორედ პოზნანში, უკრაინელთა წინააღმდეგ მოხდეს.

ფლანგები

აქ ცვლილებებს არ ველით, იმის მიუხედავად, რომ ლუკა ლოჩოშვილო კლუბში ცოტას თამაშობს და თანაც, ნაკრებში მკვეთრად განსხვავებულ პოზიციაზეა. რასაც ნამდვილად ვვარაუდოთ, ნაკრებში დაბრუნებული ლევან შენგელია მნიშვნელოვან სათამაშო დროს მიიღებს. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს, ოთარ კაკაბაძე უალტერნატივოა.

"ქოჩორას" მნიშვნელობა კვლავ დიდი იქნება...

Sportall.Ge

ცენტრი

ქოჩორაშვილი-კიტეიშვილი-ჩაკვეტაძის სამეულსა და მათ მნიშვნელობაზე რომ ბევრი პოზიტიურის თქმა შეგვიძლია, ეს მოგეხსენებათ. მნიშვნელოვანია, ამ ორ შეხვედრაში მათი ძალების გადანაწილება და როტაცია რამდენად მოხდება, სათადარიგოთა სკამზე ამის რესურსი თუ გვაქვს. თანაც, არ დაგვავიწყდეს, სამივე ზემოთჩამოთვლილ ფეხბურელს გაფრთხილება აქვს და დისკვალიფიკაციის მიჯნაზეა.

"ფრანგული" შეტევა

წერილის დასაწყისში ამ თემას უკვე შევეხეთ. რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მუდმივად ვნახოთ, ამას გუნდისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა დიდია შანსი, უკრაინასთან მან, მინიმუმ, სათადარიგოთა შორის დაიწყოს. ყველა შემთხვევაში, თბილისში, ალბანელთა წინააღმდეგ, "კვარას" თავიდანვე ვიხილავთ. ასეთ შემთხვევაში, პოზნანში მის პოზიციაზე ზურიკო დავითაშვილი იქნება, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში 3 გოლი გაიტანა.

მიუხედავად იმისა, "ლიონში" საუკეთესო ფორმაში არაა, ვვარაუდობთ, გიორგი მიქაუტაძემ სასტარტოში კიდევ ერთი შანსი უნდა მიიღოს. მას სექტემბერშიც მსგავსი ვითარება ჰქონდა, მაგრამ გაიტანა და ევროპის ჩემპიონატზე დაწყებული დიდებული სვლა განაგრძო.

დებიუტანტი გიორგი გულიაშვილი

Sportall.Ge

შემტევებიდან, დებიუტანტ გიორგი გულიაშვილისთვის (ბოსნიის ჩემპიონატში 8 მატჩი ამდენივე გოლი) გარკვეული დროის დათმობა სავსებით შესაძლებელი გვგონია, გიორგი წიტაიშვილი გამოყენება კი უფრო წინა ხაზზე წარმოგვიდგენია...

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი, რომელსაც 6 ქულა აქვს, ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს(22:45 სთ), პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს(20:00 სთ), თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვითამაშებთ.

altუკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა

altჰეთ-თრიკის ავტორი დავითაშვილი ნაკრების სასტარტოში იქნება? - რას შეიძლება განიხილავდეს სანიოლი - როგორ ფორმაში ვართ...

altორი ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

მკითხველის კომენტარები / 34 /
ყველა იმ ქართველს გავარტყი
ვინც უკრაინას გულშემატკივრობთ
ჩვენს ეროვნულ ნაკრებთან
აფხაზეთი საქართველოა!!!
რუსეთი ოკუპანტია!!!
უკრაინამ მეგობრობა არ იცის!!!
Kvekeskiri
16:01 09-10-2024
14
უკვე რამდენად თანაბარი შემადგენლობა გვყავს, რომ ხვიჩას შესაძლო არყოფნაზე შეშფოთების გარეშე ვმსჯელობთ და წარმატებასაც მივაღწევთ.
ჯეჯე
13:11 09-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული