"ქართველებს მხოლოდ 2 ვარსკვლავი ჰყავთ, ჩვენ 5-6 - სანიოლის ტაქტიკა უნდა გამოვიყენოთ" - უკრაინელი ექსპერტი

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა მწვრთნელმა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, ოლეგ ფედორჩუკმა საქართველოს ნაკრებთან უკრაინის ეროვნული გუნდის ერთა ლიგის მატჩის მოლოდინზე Sport.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

- არ მომწონს, რომ დაპირისპირებამდე დიდი ხნით ადრე პრესაში უკრაინის ნაკრების საკადრო დანაკლისებზე დაიწყეს ყურადღების გამახვილება. სერგეი რებროვისთვის ალიბის ნაადრევად ძებნა საჭირო არ არის. აუცილებელია ფოკუსირება იმ შემსრულებლებზე, რომლებიც მის განკარგულებაში დარჩნენ.

- მაგრამ ფაქტები ჯიუტია: ძნელი გასახსენებელია, ბოლოს ნაკრებში ამდენი ფეხბურთელი როდის იყო ტრავმირებული.
- მოდით, ნუ გადავაჭარბებთ. ახლა დახმარება მხოლოდ ვიტალი მიკოლენკოს, ვიკტორ ციგანკოვს და ვლადიმირ ბრაჟკოს შეეძლოთ.
ანდრეი იარმოლენკოს და ტარას სტეპანენკოს მთელი პატივისცემის მიუხედავად, დანარჩენები როტაციის ფეხბურთელები არიან. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მწყობრში 5-6 "ვარსკვლავური" ფეხბურთელი დაგვრჩა, მაშინ როდესაც ქართველებს მხოლოდ ორი ჰყავთ: გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.

- თქვენ ქართველებთან დადებითი შედეგის გჯერათ?
- მე უპირატესობას უკრაინის ნაკრებს ვანიჭებ, ამისათვის საკუთარი "კოზირები" მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. აქ შეიძლება ქართველთა მესაჭის ვილი სანიოლის მაგალითი გამოვიყენოთ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია 5-3-2 ტაქტიკური სქემით ათამაშებს გუნდს. ეს განლაგება სანახაობრივი ფეხბურთის გარანტიას არ იძლევა, სამაგიეროდ ეფექტურია. საიმედო დაცვაზე და სწრაფ შეტევაზე გადასვლაზეა გათვლილი. სად წერია, რომ სანახაობა ფეხბურთის აუცილებელი ატრიბუტი უნდა იყოს? მახსოვს, ვიკტორ პეტრაკოვს ასევე ხშირად აკრიტიკებდნენ რაციონალური სტილის გამო, როცა ხუთი მცველით ათამაშებდა გუნდს. თუმცა, ამან მის მიერ გაწვრთნილ უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაში ხელი არ შეუშალა.

აი, რატომ იქნება 11 ოქტომბერს პოზნანში მწვრთნელთა იდეების ჭიდილი, ვინ ვის გააოცებს? იმედია, სერგეი რებროვმა იცის, რა უნდა გააკეთოს.

საქართველოს ნაკრები უკანასკნელ ხანს მართლაც უფრო სტაბილურად ასპარეზობს, მაგრამ უკრაინას დიდი პოტენციალი გააჩნია და უფრო დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. გამორჩეულია მეკარე ანატოლი ტრუბინი "ბენფიკადან", მცველი ილია ზაბარნი "ბორნმუთიდან", "შახტარის" ნახევარმცველი გეორგი სუდაკოვი ძალების ტოპ-ჩემპიონატში გამოსაცდელად უკვე მზადაა, სერია A-ში გოლების გატანით არტიომ დოვბიკმა გამოიჩინა თავი, თუმცა მას ნაკრებში დასამტკიცებელი აქვს.

კიდევ ერთ ასპექტზე მინდა ყურადღების გამახვილება. ბოლო წლებში, როდესაც უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, ჩვენმა ნაკრებმა არაერთხელ "გაისროლა". პოზნანში ჩვენებს თავს ზევით გადახტომის კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნებათ.

altკვარაცხელია დაისვენებს, გოგლიჩიძე დაიწყებს... "ფრანგული" შეტევა?! - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 12 /
მაინტერესრბს 5-6 ვინ ყავთ ვარსკვლავი მამარდას და კვარას დონის? მუდრიკიც იმათ 5-6 რიცხვში თუ არის კატგად ქონიათ საქმე
G.LA
23:38 09-10-2024
0
მე ვიტყოდი რომ ჩვენ როგორც 1 ვარსკვლავი გვყავს, თქვენ არცერთი. არ ვაკნინებ მამარდას შრომას, მაგრამ ვინც გოლები უნდა გაგიტანოთ ისინი მყავს მხედველობაში. შეიძლება ვცდები კიდეც.
დავით 67
23:13 09-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული