თუკი ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება სექტემბერში შესაბამისად გააგრძელა, სერგეი რებროვის ფეხბურთელმა ზაფხულში მიღებული იმედგაცრუებიდან გამოსლა ვერ მოახერხეს.
უკრაინელებმა ბოლოს ბევრი კი წააგეს, თუმცა მათ ევროპირველობის შესარჩევი ეტაპი საკმაო წარმატებით გაიარეს და "ერთა ლიგაზეც" დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს. რებრობის ბიჭებს შანსი არ დაუკარგავთ, იბრძოლებენ და წარმატებას ქართველებთანაც შეეცდებიან.
საქართველოს ეროვნული გუნდი "ერთა ლიგაზე"
"ჯვაროსნების" მთავარი თილისმა და იმედი ხვიჩა კვარაცხელიაა(7 გოლი "ერთა ლიგაზე"), ერთ დროს მშვენიერ ფორვარდ რებროვს კი წინა ხაზზს უკვე მეორე სეზონია მშვენიერ ფორმაში მყოფი არტემ დოვბიკი ("რომა") ჰყავს, ვინც სექტემბერში ტრავმის გამო არ იყო. უკრაინელებს საკადრო პრობლემები ახლაც საკმსოდ აქვთ, სანიოლმა კი ყველა გამოიძახა, ვინც სურდა. "კვარას" გარდა, საერთაშორისო მედია "ლივერპულის" მომავალ მეკარე გიორგი მამარდაშვილსა და ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირ გიორგი მიქაუტაძეზე ბევრს საუბრობს.
შეხვედრის არბიტრის სტატისტიკა
შეხვედრის მთავარი მსაჯი ავსტრიელი იულიენ ვეინბერგერი იქნება. 39 წლის რეფერის ბოლო საერთაშორისო შეხვედრა (მეოთხე არბიტრი)
კვიპროსის ნაკრებში თემურ ქეცბაიას უკანაკსნელი მატჩი იყო, სადაც მათ კოსოვოსთან (0:4) წააგეს. ბოლო 5 შეხვედრაში ვეინბერგერმა 31 ყვითელი და ოთხი წითელი ბარათი გამოიყენა. წინა უქმეებზე იულიენმა ოთარ კიტეიშვილის "შტურმის" მიერ "ზალცბურგის" (5:0) განადგურება განსაჯა.
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
Სლავა ზელენსკი!
გეროამ სლავა!
თავისუფლება დემენციისგან განკურნებულს!