რას გადაეჩვია საქართველოს ნაკრები და რა "გადააბარა" მეტოქეს - ცვლილებები იქნება, შესაძლოა, ტაქტიკაშიც...

AutoSharing Option
...ყოველთვის შეგვიძლია ვთავათ, რომ აღმვლობის გზაზე მყოფი საქართველოს ნაკრებისთვის ერთი მარცხი ტრაგედია ვერ იქნება; ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, ისეთი მძიმე მოედანი, როგორიც პოზნანში ვიხილეთ, ხელს უფრო ტექნიკურ და სწრაფ გუნდს უშლის, როგორიც ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები იყო... მაგრამ წარმატებისა თუ მითუმეტეს, წარუმატებლობის შემთხვევაში, მეტი თვითრეფლექსია(მოტივების, ემოციების, საქციელის ცოდნა და კონტროლი), კრიტიკა და მომავლის შესაბამისად დაგეგმვაა საჭირო.

საქართველოს ნაკრები გადაეჩვია ვითარებას, როცა გოლს პირველად უშვებს და თამაშის სცენარის შეცვლა უწევს. მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლზე ისედაც მუდამ ვწერთ, რომ მას ე.წ გეგმა ბ-ს
ამუშავება უჭირს, წარმატების მიღწევა კი უფრო კონტრშეტევებზე წარმოუდგენია. რა მოხდა მაშინ, როცა მოწინააღმდეგემ გაგვიტანა? ჩვენი მთავარი პლუსები მათ "გადავაბარეთ" და პოზიციური იერიშების დაგეგმვა თავად გვიწევდა, რაც უკრაინაზე სუსტ გუნდებთანაც გაგვჭირვებია.

შეხვედრის შემდეგ სანიოლმა აღნიშნა, თამაშში გვიან შევდივართ და ეს ჩეხეთთანაც ასე იყოო. მაშინ საქმე ხომ არ გვაქვს იმასთან, ჩვენი გუნდი უბრალოდ შეჩვეულია, უპირატესობა უნდა დათმოს, საკუთარი შანსი სწრაფ შეტევებში სცადოს და თუ ეგ არ გამოდის, ან მთლად უარესი, გოლს ვუშვებთ, შეტევაზე შემდეგ ფიქრობს.

Sportall.Ge

ფაქტია, რაღაც შესაცვლელი გახდა, შესაძლოა, ტაქტიკაც. აქამდე რამდენიმე შეხვედრას ერთნაირი შემადგენლობით ვიწყებდით. მაგალითად, ლოჩოშვილის ფლანგზე გამოყენება პროდუქტიული გამოდგა, მაგრამ ის არაა ამ ამპლუის ფეხბურთელი და იქნება მატჩები, სადაც თუნდაც დაცვაში უფრო სუსტი, შეტევაში კი აქტიური ფრთის მოთამაშე გახდება საჭირო.

თბილისში ჩატარებულ ბოლო პრესკონფერენციაზე სანიოლს ნახევარდაცვაში არსებულ კონკურენციაზე ვკითხეთ. გასაგებია, ის იქნებ ამისთვის მაქსიმუმს აკეთებს, ფაქტი კი ისაა, რომ სათადარიგოთა შორის ვერ მოიაზრებს ისეთს, ვისაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომელსაც იმ დღეს უბრალოდ თამაში სათანადოდ არ გამოსდის(ახლა დისკვალიფიკაციაც გვაქვს. აქვე, "ქოჩორას" განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ის ძალიან განიცდიდა და უკრაინასთან ბათუმში ველით!), ჩაანაცვლოს. ამპლუის ცვლილებებს ხშირად ვხედავთ და ეს იქნებ შუა ხაზშიც გვეცადა. ასეთ მძიმე მოედანზე და არსებულ ვითარებაში ყველა (ხუთივე) შეცვლა რომ არ გამოვიყენეთ, ეს ძალიან გვაფიქრებს. ასეთ დროს ეს მოწინააღმდეგისთვის გაკეთებული ერთგვარი საჩუქარიცაა.

აქვე, ხსენებულ პრესკონფერენციაზე წამოჭრილ კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ. კარგად ჩანს და მხოლოდ გუშინ არ დაგვინახავს, ჩვენი დაცვის ხაზს სისწრაფე რომ დაკარგული აქვს და საბა გოგლიჩიძის გუნდთან მალე ადაპტირება მნიშვნელოვანია. ამავდროულად, იკვეთებოდა, რომ "ემპოლის" მცველის უკრაინასთან თამაშის შანსი ნაკლები იყო. ვინც 21-წლამდელთა გადამწყვეტ შეხვედრას უყურეთ, დაგვეთანხმებით, ცენტრალურ დაცვაში რამხელა პრობლემები იყო. ახლა კიდევ უფრო გაუგებარია, 20 წლის მცველმა იქ რატომ არ ითამაშა...

...ხვიჩა კვარაცხელია იმხელა პერსონაა, მასზე ყოველთვის დიდი მოლოდინებია. არ ვიცით, რა ხდებოდა სავარჯიშო პროცესში, მაგრამ გარედან ისე გამოჩნდა, ის დაზიანება, რითაც "კვარა" ნაკრებში ჩამოვიდა, მასზე გავლენას თუნდაც იმ კუთხით ახდენდა, 90 წუთით ერთნაირად სათამაშოდ მზად არ იყო. როცა მარცხდები, ხვიჩას მინდვრიდან გაყვანა კაპიტულაცია და მეტოქისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობის გადაბარებააცაა, ამიტომ იქნებ უკეთესი იყო, კვარაცხელიას მეორე ტაიმიდან ეთამაშა. ეს მხოლოდ ვარაუდია. "ნაპოლის" ფეხბურთელის როლი, ტრადიციულად, ძალიან დიდია, მოწინააღმდეგეები მასზე განსაკუთრებით "მუშაობენ", რაც სივრცეებს სხვებს უხსნის, თავად კი მაღალ კლასს მუდამ ავლენს. აქვე, მიხაილო მუდრიკზე ვთქვათ. სამწუხაროდ, მის მაღალ კლასს ბევრი ვერაფერი დავუპირისპირეთ - ერთხელ გაიტანა, მეორედ "მამარდამ" გვიხსნა.

Sportall.Ge

ახლა მთავარია, გუნდმა ძალების აღდგენა და ემოციურად ამ მარცხიდან გამოსვლა უსწრაფესად შეძლოს. ამ ბიჭებს საკუთარ თავზე მუშაობა ნამდვილად არ ეშლებათ და თავადაც იციან, განვლილ მატჩში ინდივიდუალურად უკეთ რა შეეძლოთ. იქნება სიახლეებიც, იქნებ ტაქტიკურიც და მასთან ადაპტირება არ უნდა გაგვიჭირდეს. ალბანელებიც განსაკუთრებულად მოტივირებულები ჩამოვლენ, მათი მწვრთნელი სილვინიოც ეცდება, უკრაინელთა თავკაც რებროვიდან თუ ჩვენი მათთან პირველი დაპირისპირებიდან მნიშვნელოვანი ისწავლოს, თანაც, ორი მარცხის შემდეგ, შემართებას არ დააკლებენ.

უკრაინაისთან სტატიატიკა ვერ გავაუმჯობესეთ, მომავალში კი მაგ სტილის გუნდებსაც მოვუძებნით შესაბამისს გასაღებს, ამის გვჯერა!..

altპირველი წაგება ერთა ლიგაზე - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა [VIDEO]

altვილი სანიოლი: პირველ 30 წუთში ჩვენი თამაში კატასტროფა იყო - გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე

მკითხველის კომენტარები / 41 /
სულ გავიძახით ტექნიკური გუნდი გვყავსო, ამიხსენით ერთი ბურტი რომ ვერ ამოაქვს ყველა ჩვენს ნაკრებს დაცვიდან როგორ უნდა შეასდეს? ახალგაზრდულმაც მაგიტომ წააგო, ეროვნულში მეგონა დაძლევისკენ იყო ეგ საკითხი და შემცდარვარ, უძალიანესად უჭირს ჩვენ ბიჭებს იოტისოდენა პრესინგის დროსაც კი ბურთის ამოტანა, ამას ემატება აპრიორად არასწორი, უაზრო მოგერიებები და უაზრო ჩაწოდებები იოღონდ ბურთი მოიცილონ.... იმედია ბიჭები ტაქტიკური -აზროვნებითი კუთხითაც გაიზრდებიან თანდათანობით, ახალგაზრდულის დონე კი მაგრად მაფიქრებს....
გუსანი
22:06 12-10-2024
1
რეალურად უნდა შევხედოთ მდგომარეობას:
1. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: კვარაცხელიას და მამარდაშვილის გარდა, დანარჩენები ფეხბურთელები საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის არიან, ამაზე მეტყველებს ის კლუბებიც/ლიგებიც რომლებსაც წარმოადგენენ
2. ბოლო პერიოდამდე (ევრო-2024-მდე განსაკუთრებით) საქართველოს ნაკრები ითვლებოდა იმ გუნდად, რომელთანაც არათუ გრანდი, საშუალო დონის ნაკრებებიც კი მხოლოდ გამარჯვებას გეგმავდნენ (ამაზეც წინა ათწლეულების სტატისტიკა მეტყველებს)

რაც შეეხება ევროს და შემდგომ "ერთა თასის" გათამაშებას. ევროზე ჩეხეთი საქართველოსთან შედარებით აშკარა უპირატესობას ფლობდა, სადაც მამარდაშვილის სეივებმა მოგვიპოვა 1 ქულა. აქედან გამომდინარე ჩეხებს უნდოდა დაემტკიცებინათ რომ ის ფრე იყო აბსოლუტურად ალოგიკური და შემთხვევითი. აქედან გამომდინარე თავდაჯერებულად, ამპარტავნულადაც (ამას მოგვიანებით მივუბრუნდეთ, ოღონდ უკვე ჩვენს ნაკრებთან მიმართებაში) კი მიუდგნენ ამ თამაშს. საქართველოს ნაკრებმა იმ შემადგენლობით რაც ჰყავს თავისი მაქსიმუმი და საუკეთესო თამაში ითამაშა იმ პირობებში, როდესაც ჩეხები ამას არ მოელოდნენ და ჩეხები დაისაჯნენ.

მოკლედ მოხდა ისე რომ ამ ფორმაციის ნაკრებმა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ წარმოადგენს მთლიანობაში ძლიერ ნაკრებს თუ გადავხედავთ ფეხბურთელებს ვინ სად თამაშობს და თუნდაც თავისივე გუნდებში რამდენად შეუცვლელ მოთამაშეებად ითვლებიან (სათადარიგო სკამზე აღარაფერს ვამბობ - მახაჩკალა, თბილისის დინამო - რომელიც ლამის ფარერების გუნდებთან აგებს, კვიპროსი და ა.შ.).

შესაბამისად საქართველოს ნაკრები მივიდა იმ მდგომარეობამდე რომ აღარ არის ის ნაკრები, ვისთანაც ძლიერ თუ საშუალო ნაკრებს შეუძლია 100%-იანი შედეგის იმედზე ყოფნა, ცოტა უფრო სერიოზული შესწავლა და ტაქტიკის დალაგება სჭირდება, საქართველო რომ დაამარცხო, რადგან სულაც არ არის დაუმარცხებელი. როგორც კი უკრაინა ასე მიუდგა თამაშს საქართველოსთან, დადო ტაქტიკური სქემა და ამპარტავნულად არ ჩათვალა რომ უეჭველ 3 ქულას აიღებდა ცალი ფეხით თამაშით, მოიგო კიდეც. მე ის უფრო მაკვირვებს, აჟიოტაჟი რომ იყო ატეხილი, არიქა უკრაინას დავხევთ, გავხევთ... ამ დროს გადაავლეთ ელემენტარულად შემადგენლობებს თვალი. მეკარეებით რომ დავიწყოთ (რეალი/ბენფიკა ვს. ვალენსია/ლორიას კვიპროსის გუნდი), გოლის გამტანები და პლეიმეიკერები ჩელსის, რომას და ლა ლიგას წინა წლის ბომბარდირი. ამ დროს ჩვენს ნაკრებში ესპანეთის და ინგლისის მეორე ლიგის გუნდების მოთამაშეები, და ზოგ შემთხვევაში იმ თავის მაჩანჩალა გუნდშიც რომ არ აქვს გარანტირებული ადგილი. კი ბატონო კვარაცხელია, მაგრამ კვარაცხელია ერთი და ყველას ვერ გასწვდება.

დაცვაა და კრემონეზე, ვეტერანი კაშია (რომელიც საუკეთესო ფორმაშიც კი არ ითვლებოდა ევროპული მაღალი დონეს მცველად კარიერის პიკშიც), აქეთ კვიპროსი, შუაში პოლონეთ-ავსტრიის ლიგის მოთამაშეები და ა.შ.

ხოდა საიდან ამდენი ამბიცია, გულშემატკივრებს ვეკითხები, რომ უეჭველი უნდა დავხიოთ უფრო ძლიერი შემადგენლობის გუნდები? რაც თავში ვთქვი ჩეხეთზე, თავდაჯერებულად და ამპარტავნულად რომ ჩამოვიდნენ, იგივე დაგვემართა ჩვენც - არიქა, ევროზე გავედით ჯგუფიდან, ჩეხეთი დავხიეთ და ე ბიჯო, უკრაინა ვინ ჯანდაბაა? თან 9 კაცი აკლიათ ძირითადიდან, მაგათ ხომ ცალი ფეხით უნდა მოვუგოთ. ხოდა მივიღეთ ცივი შხაპი
გიორგი
22:03 12-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული