"ქართველები მოედნის ხარისხით უკმაყოფილო დარჩნენ? მე ამას ვიტყოდი..." - მუდრიკმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გასვლაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ერთადერთი გოლის ავტორმა მიხაილო მუდრიკმა გააკეთა. 

"ამ მატჩს ძალიან დადებითად ვაფასებ, პირველ რიგში, კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის ხასიათით. დიახ, იყო სირთულეები მოედანთან დაკავშირებით, არ იყო ადვილი ჩვენი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება. თამაშამდე მე და ბიჭებმა ეს ვიცოდით, რომ დღეს ბრძოლა წინა პლანზე გამოვიდოდა. მეტი ძალისხმევა დავხარჯეთ და ამ კომპონენტში მოვიგეთ 

ჩემი გოლი? გოლები ყოველთვის მნიშვნელოვანია თავდამსხმელებისთვის. მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე, რაც ვიცი.

საქართველოს
ნაკრები მოედნის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა? - დიახ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც უკმაყოფილო ვიყავით.

ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც კარგად თამაშობენ კარგ საფარზე. მოედანს ყველაფერს ვერ დააბრალებ, მაგრამ ვისაც ფეხბურთი უთამაშია, მიხვდება, რა არის კარგი მოედანი და რა არის უხარისხო. ყველას ჰქონდა თანაბარი გარემოებები", - ციტირებს მუდრიკს MEGOGO.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ხელით რომ აჩერებდნენ და ლამის მაიკებს ხდიდნენ ქართველებს, მსაჯი კი არც იმჩნევდა, მაგაზე არაფერი თქვეს...
მაია
13:43 12-10-2024
3
წავაგეთ წავაგეთ არაუშავს მაგრამ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და არა დაჭერობანა ეგ ძალიან არ უხდება ფეხბურთს ასეთი უხამსი თამაში ამაზრზენია პირდაპირ რო შეფარვით კი არა პირდაპირ არ ერიდები მოწინააღმდეგის მაისურით დაჭერას და პირდაპირ მისდევ რო მასურის მოქაჩვით შეტევა შეაჩერო არ ვიცი უკრაინელებო თქვენ ამას სამართლიან თამაშს ეძახით?? მსგავს უხამს საქციელზე უნდა იყოს პირდაპირ წითელი და არა ყვითელი როცა იცი რომ მოედნიდან არ გაგაგდებენ რატომაც არა ერთი ყვითელის გამო იკადრებ უკადრებელს! მესმის რომ ორთაბრძოლაში მოქაჩო მაისურზე წამიერად დასხლტომის მომენტში მოქაჩო მაგრამ რომ მიზდევ და ზედ ეკიდები მაისურზეე?? კარგი რაა ეს ფეხბურთი არ არის!
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული