"ქართველები მოედნის ხარისხით უკმაყოფილო დარჩნენ? მე ამას ვიტყოდი..." - მუდრიკმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გასვლაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ერთადერთი გოლის ავტორმა მიხაილო მუდრიკმა გააკეთა. 

"ამ მატჩს ძალიან დადებითად ვაფასებ, პირველ რიგში, კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის ხასიათით. დიახ, იყო სირთულეები მოედანთან დაკავშირებით, არ იყო ადვილი ჩვენი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება. თამაშამდე მე და ბიჭებმა ეს ვიცოდით, რომ დღეს ბრძოლა წინა პლანზე გამოვიდოდა. მეტი ძალისხმევა დავხარჯეთ და ამ კომპონენტში მოვიგეთ 

ჩემი გოლი? გოლები ყოველთვის მნიშვნელოვანია თავდამსხმელებისთვის. მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე, რაც ვიცი.

საქართველოს
ნაკრები მოედნის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა? - დიახ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც უკმაყოფილო ვიყავით.

ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც კარგად თამაშობენ კარგ საფარზე. მოედანს ყველაფერს ვერ დააბრალებ, მაგრამ ვისაც ფეხბურთი უთამაშია, მიხვდება, რა არის კარგი მოედანი და რა არის უხარისხო. ყველას ჰქონდა თანაბარი გარემოებები", - ციტირებს მუდრიკს MEGOGO.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ასე მგონია მსოფლიო ჩემპიონებიც რომ გავხდეთ უკრაინა მაინც მოგვიგებს.
ზვიო
19:14 13-10-2024
7
გაგეცინება"საუკეთესო თამაშიო"ხხა ხა ხა.იმიტომ ხართ ბოლო ადგილზე.ეს ტამაში დათმობაზე იყო.
ტასი
20:37 12-10-2024
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული