ერთა ლიგაზე უკრაინასთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა:
„პირველ რიგში, ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ. დღეს ფეხბურთი არ იყო - მოედანი საერთოდ არ გვაძლევდა თამაშის საშუალებას. გოლის მომენტში კარგად ვერ გადავხტი, რადგან ბალახი არ იყო და ხანდახან მოედანზე ფეხი სრიალებდა. ეს რომ არა, იმ დარტყმის მოგერიება შემეძლო.
არ მგონია, რომ კონცენტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა გვქონდა, ჩვენ ყველანი მზად ვიყავით, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შევძელით. ამიტომ ახლა გუნდისთვის წაგებაზე სწორი რეაგირებაა საჭირო. ჩემი აზრით, ერთიანობის შენარჩუნება გვმართებს.
მოდით, ერთად ვიაროთ მიზნისკენ, რომელიც ყველა ქართველს აქვს“.
უპირველეს ყოვლისა ის, რომ კარგად დავფიქრდეთ არც სხვა ფეხბურთელები და ნაკრებები არიან, რომ იტყვიან “გულხელდაკრეფილები”! უკვირდებიან ჩვენს თამაშებს და ვდილობენ შეისწავლონ რაში ვართ ძლიერები და რაში “სუსტები”!.
“იბრძოლედ” / ითამაშეთ “კაცურად!
არავისზე ნაკლებები უკვე აღარ ხართ და იქნებ რაღაც-რაღაცეებში მეტიც კი ხართ!
წარმატებები ჩვენ ბიჭებს!
ხოდა ნუ ტკენთ ახლა ჩვენ ოქროს ბიჭებს გულს, წინ დიდი გამარჯვებები გველის, აცადეთ უნდა მოემზადონ.