სილვინიო: საქართველო თუ ვერ დავამარცხეთ, მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ ისაუბრა:

"ჩვენს მეტოქეს ქოჩორაშვილი ვერ დაეხმარება, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია და ეს მათთვის დანაკლისია, მაგრამ საქართველო ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგი გუნდია, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, კონტრშეტევაზე თამაში ეხერხებათ.

უკანდასახევი გზა მოჭრილი გვაქვს, რთული მოწინააღმდეგის დამარცხება გვჭირდება. ჩეხეთიდან მგზავრობას დიდი ხანი მოვუნდით და დავიღალეთ. სასტარტო შემადგენლობას ხვალ დავასახელებ. ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, 100 კმ/სთ სიჩქარით უნდა ირბინოს. ყველას 100%-ით ვენდობი. ისეთი ჯგუფია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ყოველ
ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მძიმე სიტუაციაში ვართ, რეალობას უნდა შევეგუოთ. ნებისმიერი წაგება დაგვაშორებს მიზანს. დარჩენილ ორ შეხვედრას ნოემბერში სახლში ჩავატარებთ და გვინდა, იმ დროისთვის უკეთესი სატურნირო მდგომარეობა გვქონდეს. ამიტომ საქართველოსთან დაპირისპირებაში ბოლომდე დავიხარჯებით. სამი ქულის მოპოვება გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დასახული მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება".

მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენი დასამარცხებელი საქართველო არ ვიცით ჩვენ.ხვალ წაგებას რომ დაგაკავებთ ხელში,ამის გარანტიას გაძლევთ.
მირო
22:39 13-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული