"ეს შეურაცხმყოფელი, აუტანელი და მიუღებელია" - ალბანელებმა საქართველოსთან მატჩამდე UEFA-ში იჩივლეს

AutoSharing Option
ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩეხეთთან საგარეო მატჩის შემდეგ, რომელიც მათმა გუნდმა 0:2 დათმო, UEFA-ში იჩივლა. საქმე იმაშია, რომ პრაღაში გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას, სტადიონზე რასისტული და შეურაცხმყოფელი ბანერები იყო გამოფენილი. 

"ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად გმობს სამარცხვინო ქმედებებს, რაც მოხდა ჩეხეთთან მატჩის დროს. რასისტული სკანდირები და ალბანეთის დროშის შეურაცხყოფა აუტანელი და მიუღებელია ფეხბურთის მოედანზე. ეს სერიოზული აქტი და ღია თავდასხმაა ქვეყნის ღირებულებებზე. 

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება რასიზმისა და შეურაცხყოფის ნებისმიერ ფორმას, რომელიც მიმართულია ეროვნული სიმბოლოების მიმართ და მიმართავს უეფას საჩივრით სასწრაფო დისციპლინური
ზომების მოთხოვნით. AFL-მა დაუყონებლივ უპასუხა ჩეხეთთან მატჩის პირველი ტაიმის დროს მომხდარ ფაქტს და ორგანიზატორებს სთხოვა სასწრაფო ზომების მიღება ამ ქმედებების წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ალბანელთა მორიგი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება და მატჩი დღეს "მიხეილ მესხზე" 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 36 /
ყველაზე მავნებელი ერი რაც კი გამიგია
ნიკა
17:32 15-10-2024
2
ნაპოლეონს: დიდი ბოდიშის მოხდით, რას ბრძანებთ ბატონო ჩემო, ჩეხები სლავები არიან, აბა ვინ არიან? მათი ენა ყველა სხვა სლავური ჯგუფის ენებზე უფრო ჰგავს რუსულს. სხვა საქმეა, რომ 1968 წლის ზაფხულში პრაღაში შეჭრის და ტრაგედიის დატრიალების გამო, ჩეხებს რუსები შავი ჭირის დღესავით ეჯავრებათ. ეს რა დაწერეთ: "ჩეხების სლავობა რაღაც ახალია". სირცხვილია.
ბონაპარტე
02:36 15-10-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული