უკრაინელთა დანაკლისი საქართველოსთან მატჩის წინ - რებროვს შემადგენლობაში ცვლილებები მოუწევს

AutoSharing Option
prsport-ის ინფორმაციით, უკრაინის ნაკრებს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი 2 მატჩისთვის "ჟირონას" 26 წლის ნახევარმცველი ვიქტორ ციგანკოვი ვერ დაეხმარება.

ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ნოემბრის შეხვედრებისთვის გამოიძახა, მაგრამ ბოლო გამოკვლევებმა ცხადყო, რომ გამოცდილ შუახაზელს ვარჯიშის დასაწყებად მინიმუმ 1 კვირა კიდევ დასჭირდება.

ციგანკოვი ტრავმის გამო უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების არც წინა მატჩში არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს უკრაინელები გასვლაზე ბათუმში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 19-ში კი ტირანაში ალბანეთს ეთამაშებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი თვის წინაც უკრაინელთა უამრავ დანაკლისზე წერდით, ახლაც დანაკლისი, დანაკლისიო და რა ვიცი, მაინც კი გვიგებენ და...?
დათო
01:04 10-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული