საქართველოს ნაკრებს ნოემბერში "ერთა ლიგაზე" გადამწყვეტი მატჩები ელის. დასკვნით ტურს ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ. უკრაინასთან პოლონეთში მოედნის საფარი ისეთ მდგომარეობაში იყო, ქართველ გულშემატკივრებს ეს საკითხი განსაკუთრებით აღელვებთ. საინტერესოა, რომ "ანდრუვ სტადიონზე" შაბათს უამინდობის გამო შეხვედრა ვერ ჩატარდა.
ადგილობრივ "სიგმას" "სლოვაცკოსთვის" უნდა ემასპინძლა, ძლიერი ნისლის გამო, მატჩის ჩატარება ვერ მოხერხდა. ოლომოუცის კლუბის ოფიციალური გვერდი წერს: "ამინდი ისევ "ალაპარაკდა". უამინდობის გამო თამაში შეუძლებელი იყო და მსაჯის გადაწყვეტილებას დავთანხმდით." აღსანიშნავია, რომ დაბალი ტემპერატურაც ფიქსირდება.
სამწუხაროდ, ვილი სანიოლის გუნდში იძულებითი ცვლილებაა, "ემპოლის" ტრავმირებული
მცველი საბა გოგლიჩიძე თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ გადაწყდა, რომ ის განაცხადში ვერ იქნება. "ჯვაროსნებს" თბილისის "დინამოელი" ალექსანდრე კალანდაძე დაემატა. მთავარ მწვრთნელს ნათქვამი ჰქონდა, გოგლიჩიძეს ერთ შეხვედრაში მაინც დაეყრდნობოდა; დისკვალიფიცირებულია ლაშა დვალი. სხვა ცენტრალურ მცველებს შეგახსენებთ - კვირკველია, კაშია, გველესიანი და ლოჩოშვილი, რომელსაც ბოლო დროს ფლანგზე ვხედავთ.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს უკრაინას ბათუმში ვუმასპინძლებთ, ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შედგება.
კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია
ეს რაც შეეხება ფეხბურთს,მაგრამ გუშინ,საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა,ისლანდიის ნაკრებთან ითამაშა შესარჩევი ჯგუფის მატჩი და არათუ ანონსი,მატჩის შედეგზეც კრინტი არ დაუძრავს საიტს.სპორტის სასახლეც,თითქმის ცარიელი იყო.არ დავივიწყოთ,რომ ამ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გააღწია,ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს და ჩვენგან დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ.ფეხბურთელების ცოლებზე და საყვარლებზე სტატიების გამოქვეყნებას,სპორტული საიტისაგან ქართული ხელბურთის თემაზე წერა, უფრო უპრიანი იქნებოდა.კი,ხანდახან წერთ,ხოლმე,მაგრამ გაცილებით მეტი აქტიურობაა საჭირო.თითქმის სიკვდილის პირზე მისული სპორტის ეს სახეობა,თითქოს იბრუნებს პოზიციებს,მაგრამ მხარდაჭერა თუ არ ექნათ,შესაძლოა ისევ მიიინავლოს ყველაფერი.