"ის მინდა, სხვა არავინ გვჭირდება!" - უკრაინელმა ჟურნალისტმა გაიხსენა, როგორ და რომელი მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ლობანოვსკიმ კალაძის კიევის "დინამოში" გადაყვანა

AutoSharing Option
უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა საკუთარ Youtube არხზე საუბარში გაიხსენა, თუ როგორ გადავიდა კახა კალაძე კარიერის საწყის ეტაპზე თბილისის "დინამოდან" კიევის "დინამოში".

ირკვევა, რომ ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად თბილისის მერმა კიეველთა მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ვალერი ლობანოვსკის მოწონება 1997 წლის 10 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ დაიმსახურა, სადაც საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიას სახლში დაუპირისპირდა და სენსაცილურად ნულოვანი ფრე ითამაშა. იმ მატჩში კალაძე მე-13 წუთზე მოედანზე კახა ცხადაძის მაგივრად გამოჩნდა.

"ლობანოვსკი ეძებდა ფეხბურთელს, რომელიც ალექსანდრ გოლოვკოს რეზერვი იქნებოდა. ამ პერიოდში საქართველო
სასწაულებრივად დაუზავდა იტალიას და კალაძე პირადად იყო პასუხისმგებელი კრისტიან ვიერის შეჩერებაზე, რომელიც უბრალოდ "შეჭამა".

ლობანოვსკიმ კი მის დანახვაზე თქვა: "ის, ჩვენ სხვა არავინ გვჭირდება", - იხსენებს ციგანიკი.
მკითხველის კომენტარები / 34 /
კალაძეზე როგორც ფეხბურთელზე, აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვი (თუნდაც იმ 2 ავტოგოლის მიუხედავად). ბოლო-ბოლო, ჩემპიონთა ლიგის 2-ჯერ მოგება ლეგენდარული ფეხბურთელების მარაქაში ყოფნით, არაა სახუმარო რამე. მით უმეტეს, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რა მაგარ ფორმაში იყო მაშინ და როგორ გაანეიტრალა ფიგუ და სხვა ვარსკვლავები.
აი რაც შეეხება პოლიტიკას, აქ კი ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, ვინაიდან დაბალანსებული პოლიტიკოსიდან კალაძე გადაიქცა რეჟიმის აპოლოგეტად და გამპრავებლად
სიმართლე
11:26 15-11-2024
19
1977 წელს,თბილისის დინამოში,მცველების ტრავმების ეპიდემია იყო.სერიოზული ტრავმების გამო, ნოდარ ახალკაცმა რამდენიმე ნახევარმცველი გადაიყვანა დაცვაში.მათ შორის გოჩა მაჩაიძე და ალექსანდრე ჩივაძე!სწორედ იმ წელს,დინამოს შემადგენლობაში გამოჩნდა 19 წლის ილია რუხაძე,რომელმაც სულ 3 სრული მატჩი ჩაატარა,მეოთხეში კი,დასაწყისშივე,ოდესაში,მასაც ფეხი მოსტეხეს და ფორმა ვეღარ აღიდგინა.ეს სამი თამაში,ისეთ დონეზე(ბრწყინვალე) ჩაატარა ,რომ ძველ გულშემატკივრებს დღემდე გვახსოვს მისი თამაში და სინანულით ვიგონებთ,იმ ტრავმას.საბა გოგლიჩიძე,ნაკრების მომავალია,უკვე დღეს რომ მზად არის,სანაკრებოდ.ცოტა გამოცდილება აკლია,მაგრამ მუდმივად თამაშობს კლუბში და სწრაფად გამოასწორებს,ამ ნაკლს.ლუკა ლოჩოშვილიც მუდმივად ხვდება ნაკრებში და მართალია მისი კომპლექციის გამო,გარკვეული ტიპის გუნდებთან,პრობლემები ექმნება,თუმცა მისი თამაშიც,თანდათან უფრო საიმედო გახდება.ისიც ხომ იტალიაში თამაშობს.კაკაბაძე საკმაოდ ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ დიდხანს ითამაშებს.დაცვის ცენტრში და ნახევარდაცვაში გვაქვს,რეზერვის პრობლემები,თუმცა ასაკობრივი ნაკრებები,საკმაოდ კარგად გამოდიან და მათგან,უახლოეს წლებში,ალბათ კიდევ დაწინაურდებიან ბიჭები.ამჟამად,ბავშვების აღზრდა,საქართველოში გაცილებით უფრო კვალიფიციურად ხდება,ნიჭიერები კი ყოველთვის ბლომად გვყავდა და რაკი ევროპისაკენ გზები უკვე გაკვალული გვაქვს,მათი დაწინაურება,დღეს უფრო იოლად მოხდება.
სოსო
15:35 14-11-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული