"ალბანელებს უნდა მივბაძოთ... ჩემი აზრით, მატჩი ამ ანგარიშით დასრულდება" - მარკევიჩმა საქართველო უკრაინის შეხვედრაზე პროგნოზი დააფიქსირა

AutoSharing Option
73 წლის ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა ერთა ლიგის მომდევნო მატჩისთვის, სადაც საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, თავისი პროგნოზი დააფიქსირა.

"ჩვენი შემდეგი მეტოქე ბოლო დროს ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ჩვენ უნდა მივბაძოთ ალბანელებს, რომლებმაც წინა ტურში მეტოქე სტუმრად დაამარცხეს.

რატომ არ უნდა გვინდოდეს კარგი შედეგის გათვალისწინება, თანაც უკრაინელები ქართველებსაც და ალბანელებსაც შემსრულებლების მხრივ სჯობნიან.

სერგეი რებროვი არჩევანზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, რა ტაქტიკურ სქემას აირჩევს ის და როგორ გაუმკლავდება ეფიმ კონოპლია მასპინძელთა ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას.

ჩემი პროგნოზია, რომ უკრაინის
ნაკრები 1:0-ს გაიმარჯვებს", - ციტირებს მარკევიჩს Sport.ua.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრების მატჩი ბათუმში 16 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
საქართველო - უკრაინა

2 - 0
07-01
15:59 14-11-2024
0
და დაკეტოს ხვიჩა კონოპლიამ, მერე რა? ოღონდ ჟორჟმა, ჩაკვემ, ზურიკომ, კიტემ ან ბუდუმ გაიტანონ. სულაც არ გვეწყინება.))) რამდენს დაკეტავთ? მარტო ჩაკვეს ტექნიკა გეყოფათ. ხელებით კი იცით უკნიდან როგორ უნდა დაიჭიროთ, როცა ქორებივით ჩაგიქროლებენ ჩვენი ბიჭები. 3-0 -ზე ნაკლებს არ განვიხილავ! სულ გამარჯვებით გევლოთ ბიჭებო!!! ჩეხებიც მიგეყოლებინოთ, როგორც მაკედონია გასვლაზე!
მერა რა, რო გინდაც დაკეტოს?
16:01 14-11-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული