ფრე უკრაინასთან - საქართველოს ნაკრები პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, ზივზივაძის დარტყმული ბურთი მიკოლენკომ დაბლოკა, კვარაცხელიას გატანა მეკარე ტრუბინმა არ დაანება, სწრაფი კონტრშეტევისას კი მუდრიკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში კვირკველიამ ჩაჭრა. წვიმის გამო გაზონი მძიმე იყო, „ჯვაროსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდათ. სტუმრებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, როდესაც პირისპირ გასულ მუდრიკს მამარდაშვილმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ჩაკვეტაძე დავითაშვილით შეცვალა და ზურიკოს ხვიჩას გარღვევის
შემდეგ მაშინვე მიეცა შანსი, მაგრამ მიზანს ვერ უწია. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომას უშვებდა, ფეხბურთელები ბურთის დაჭერას და ზუსტი გადაცემების გაკეთებას ვერ ახერხებდნენ, ხოლო უკრაინელებს ზონები გადაკეტილი ჰქონდათ და თავს უნარაინად იცავდნენ. კვარაცხელია გასცდა მეურვეებს, დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა. მერე ბრაჟკოსთან ბრძოლაში საჯარიმოში ქოჩორაშვილი წაიქცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, შენგელიას და ზივზივაძის ნაცვლად მოედანზე გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი და მიქაუტაძე შეუშვა. ცვლილებებმა გაამართლა და „ჟორჟმა“ ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო, კონტრშეტევისას მამარდაშვილმა ორჯერ გადაგვარჩინა - 1:1, საქართველო 7 ქულით ამ მომენტისთვის ლიდერია და დაველოდოთ ალბანეთისა და ჩეხეთის შეხვედრას.

19 ნოემბერს, ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ოლომოუცში ჩეხეთს, უკრაინა კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - უკრაინა 1:1
გოლები: 0:1 კვირკველია (7, საკ. კარში), 1:1 მიქაუტაძე (76)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია (გოჩოლეიშვილი 67), ლოჩოშვილი, შენგელია (წიტაიშვილი 67), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 86), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, ზივზივაძე (მიქაუტაძე 67)

altმატჩის დღე. საქართველო VS უკრაინა - დაწინაურებისა და დაქვეითების ალბათობები

მკითხველის კომენტარები / 63 /
დავიწყებ იქიდან რომ ვინ უჭკუოს მოუვიდა თავში ბათუმში თამაშის დანიშვნა, ამით რას ამტკიცებენ, რომ ყველა თანაბარ პირობებშია? მაშინ სამინისტროებიც გადაიტანეთ რეგიონებში. არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს დღეს თბილისში ჩამოსვლა. რაც შეეხება ნაკრებს, ვფიქრობ რომ ბედის წყალობა დამთავრდა. ჩემი აზრია და არავის ვახვევ! წინა წლის თებერვლიდან სულ ფორტუნის წყალობით ვიგებდით, ვარის ჩათვლით). მატჩში ლუქსემბურგთან, რომ არა ვარი, ვინ იცის როგორ დამთავრდებოდა თამაში, ასევე ბერძნებთან ერთ მომენტში ძელით გადავრჩით, პენალტები რომ ლატარეაა, ეგეც ყველამ ვიცით. ევროზე ჩეხებთან სასწაულად გადავრჩით, ვიყავით გამომწყვდეული საჯარიმოში და მამარდას სასწაული თამაშით ძლივს მოვახერხეთ ქულის აღება. რომ არა პორტუგალიის მეორე შემადგენლობა და აქაც ისევ ვარი, როგორ დამთავრდებოდა შეხვედრა, არავინ იცის. რაც შეიძლება დანამდვილებით ვთქვა ფორტუნის ხარჯზე არ მოგვიგია ჩეხებთან თბილისში. ეს მართლა მოგება იყო, ყოველგვარი წყალობის გარეშე. მოკლედ ეს ჩემი აზრია და ნურავინ გადაიტყავებთ თითებს დისლაიქებით. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ნაკრები რადიკალურად განსხვავდება წინა წლების ნაკრებისგან, მაინც საშუალო დონეს ვერ მივაღწიეთ. მომავლის იმედი მაქვს რა თქმა უნდა. თუ ხვიჩას დონემდე ავა ვინმე ან რომელიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდება.
დავით 67
04:43 17-11-2024
0
ეხლა დაიწყება ქება-დიდება შეცვლებმა გაამართლაო. თითქოს თავიდან არ შეიძლებოდა ჩვენ ნელ დაცვასთან ცოტა უფრო სწრაფი და ახალგაზრდა ფრთების, გოჩოსა და წიტაიშვილის სასტარტოში დაყენება. ეს რაც შეეხება მეორე და სწორ ზამენებს, თორემ პირველი პირადად ჩემთვის არის ის ცვლილება, რისთვისაც არ მიმაჩნია სანიოლი დონის ტრენერად. იმ მომენტში ჩაკვეტაძის გაყვანას თუ რაიმე ახსნა შეეფერება, ყველაზე ბოლოა მათ შორის სანიოლის თავისმართლება. არანაირი გაჭიმვა და სივრცეების გახსნა მაგ ცვლილებას არ მოჰყოლია. შეიძლება ვილის სურდა , მაგრამ რეალობა არის ის, რომ ცენტრში ლამის ერთადერთი ნაღდად კრეატიული კაცის გარეშე დავრჩით და კატასტროფისკენ მივექანებოდით, ფრთაზე ეს ახალგაზრდა ბიჭების შემოყვანაც რომ ოდნავ დაეგვიანებინა. თუ გაიხსენებთ ჩაკვე რატომღაც თავიდანვე აითვალწუნა, ყველა მხრიდან ზეწოლის შემდეგ დააყენა. მაგრამ პირველივე შემთხვევისას ცვლის. დარწმუნებული ვარ აქ რაიმე სხვა მიზეზი არაა, უბრალოდ ვილის შეხედულება ფეხბურთზე ასეთია. კრეატივი მისთვის გადამწყვეტ ღირებულებას არ წარმოადგენს. რამდენად ერგება ასეთი ხედვა ქართულ ფეხბურთს? ამ კაცს ხომ ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ჩაბარდა ნაკრები კიდე კაი ხნით.
ამატაკი
03:26 17-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული