ფრე უკრაინასთან - საქართველოს ნაკრები პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, ზივზივაძის დარტყმული ბურთი მიკოლენკომ დაბლოკა, კვარაცხელიას გატანა მეკარე ტრუბინმა არ დაანება, სწრაფი კონტრშეტევისას კი მუდრიკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში კვირკველიამ ჩაჭრა. წვიმის გამო გაზონი მძიმე იყო, „ჯვაროსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდათ. სტუმრებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, როდესაც პირისპირ გასულ მუდრიკს მამარდაშვილმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ჩაკვეტაძე დავითაშვილით შეცვალა და ზურიკოს ხვიჩას გარღვევის
შემდეგ მაშინვე მიეცა შანსი, მაგრამ მიზანს ვერ უწია. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომას უშვებდა, ფეხბურთელები ბურთის დაჭერას და ზუსტი გადაცემების გაკეთებას ვერ ახერხებდნენ, ხოლო უკრაინელებს ზონები გადაკეტილი ჰქონდათ და თავს უნარაინად იცავდნენ. კვარაცხელია გასცდა მეურვეებს, დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა. მერე ბრაჟკოსთან ბრძოლაში საჯარიმოში ქოჩორაშვილი წაიქცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, შენგელიას და ზივზივაძის ნაცვლად მოედანზე გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი და მიქაუტაძე შეუშვა. ცვლილებებმა გაამართლა და „ჟორჟმა“ ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო, კონტრშეტევისას მამარდაშვილმა ორჯერ გადაგვარჩინა - 1:1, საქართველო 7 ქულით ამ მომენტისთვის ლიდერია და დაველოდოთ ალბანეთისა და ჩეხეთის შეხვედრას.

19 ნოემბერს, ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ოლომოუცში ჩეხეთს, უკრაინა კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - უკრაინა 1:1
გოლები: 0:1 კვირკველია (7, საკ. კარში), 1:1 მიქაუტაძე (76)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია (გოჩოლეიშვილი 67), ლოჩოშვილი, შენგელია (წიტაიშვილი 67), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 86), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, ზივზივაძე (მიქაუტაძე 67)

altმატჩის დღე. საქართველო VS უკრაინა - დაწინაურებისა და დაქვეითების ალბათობები

მკითხველის კომენტარები / 80 /
ბევრჯერ დავწერე ამ საკითხზე, მაგრამ კიდევ ვიტყვი, იმიტომ რომ საშველი არ ჩანს.

1. ოდესმე, ვინმეს გინახავთ ან გსმენიათ, რომ საქართველოს ნაკრებს კუთხურებზე სახიფათო მომენტი შეექმნას? გოლის გატანას არ ვამბობ, იმიტომ რომ მითოსში გადავალ.
როგორ შეიძლება თანამედროვე გუნდში არ იყოს ფერხბურთელი, რომელსაც კუთხურის ჩაწოდება ეცოდინება?


2. ოდესმე, ვინმეს გინახავთ ან გსმენიათ, რომ საქართველოს ნაკრებს სჯარიმიდან კარში მოერტყას? გოლის გატანას ისევ არ ვამბობ, იმიტომ რომ კვლავ მითოსში გადავალ.

ახლა ნუ იტყვის ვინმე ფეხბურთელებმა არ იციან და რა ვქნათო. ნებისმიერ, ჭ კლასის გუნდშიც შეიძლება გამოძებნო ფეხბურთელი რომელიც კუთხურს ჩააწვდის ან ჯარიმას კარში მაინც მოარტამს.

ეს ერთმნიშვნელოვნად არის მწვრთნელების ბრალი. ამაზე არავინ მუშაობს და არც თავში მოსდის ვინმეს ამ უდიდესი პრობლემის გადაჭრა.

და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დავუშვათ ფეხბურთელები არ გვივარგა, დავუშვათ მწვრთნელები კიდევ უარესი არაკომპეტენტურები არიან, მაგრამ ის მაინც ხომ შეგიძლია გააკეთო, რომ ისეთი ფეხბურთელი მოიყვანო ნაკრებში, ვისაც სტანდარტები ეხერხება. მადლობა ღმერთს ასეთი ფხებურთელი გვყავს.

დავიჯერო არაბიძე 1 ტამის მაინც ვერ გაქაჩავდა? ან მაგალითად დავითაშვილზე უკეთესად ვერ ითამაშებდა? საჯარიმოს მაინც დაარტყამდა. მე დარწმუნებული ვარ იმ უამრავი კუთხურიდან და ჯარიმებიდან, რაც ჩვენმა ნაკრებმა გაანიავა, 5-10 პროცენტს მაინც შედეგიანად დაასრულებდა. თუნდაც 1 გოლი მაინც რომ გაგვეტანა სტანდარტებიდან, ახლა შესაძლოა სრულიად სხვა სიუტაციუაში ვყოფილიყავით.

რატომ ვკარგავთ ასეთ რესურს?
1
არალოგიკურ აზროვნებაში და წაკითხულიდან შინაარსის ვერ გამოტანაში რო მოწინავე ერი გავხდით ეგ გასაგებია თუმცა ნუთუ ისეთი ბრმა და დაუნახავებიც ვართ რო ეროვნული ნაკრებისგან რომელიც სულ რაღაც 3-4 წლის წინ რეიტინგში 120 ადგილზე იყო ახლა წაუგებლად და უშეცდომოდ თამაშს ვითხოვთ მათ შორის იმ ნაკრებებთანაც ვისთანაც ისტორიაში არ მოგვიგიაა?? სასაცილოა უკვე თქვენი არასწორი ამბიციები, გასაგებია შეცდომები არის და იქნება კიდეც სხვანაირად არ ხდება გუნდის შენება თუმცა ყველაფერში მხოლოდ შეცდომა ეძებო ესეიგი ინტერესი გაქ რაღაცა ხოდა ვინც საკუთარი ინტერესის გამო ნაკრებზე ცუდ რაღაცებს წერთ მოგიტყანთ ცოლის ფუჩუ, ჯერ ესერთი სტადიონებსაც რო იჩევთ დაჟე და პრეტენზიები გაქვთ სეზონების მიხედვით ჩაატაროს ნაკრებმა თამაშები ამა თუ იმ რეგიონში დაგვიტოვა სტადიონი ქვეყანაში თქვენმა სათაყვანებელმა ბელადმაა?? მთავარია წეროთ ცუდი თუ რა ლოგიკას მიყვებით არ მესმის როცა ნაკრებისგან წაუგებლად თამაშს ითხოვთ ყველასთან თან, რა ლოგიკას მიყვებით როცა ბათუმში თამაშს აპროტესტებთ მაშინ როცა ქვეყანაში სულ ორი სტადიონია და ერთზე წინა საღამოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ითამაშა ხოლო მეორე ნაცი ფიფიას ხელშია და საკუთარ ქვეყანას ათმაგ გადასახადს სთხოვს ლარად ნაჩუქარი სტადიონის იჯარაში და თან ისე განაგლდა გარემონტებასაც ფედერაციას სთხოვს,,ყველაფერს საზღვარი აქვს მართლა გადაავლეთ უახლოეს წარსულს თვალი, შედეგებს, რეიტინგებს და ისე მაინც წერეთ საწინააღმდეგო, ვთქვათ გაუშვით სანიოლი რომელმაც ისტორია დაგვიწერა ვინ მოგყავთ?? სანიოლზე უფრო მაღალი დონის მწვრთნელების ხელფასებში გადაყრილი მილიონები დაგვავიწყდა ეერს?? დაგვავიწყდა რამის ყველა უისტორიო ნაკრებს ჩვენ რო ვაწერინებდით ისტორიაას?? იმას კიარ ვამბობ რო ყველაფერი აჟურშია თუმცა წვიმა რატო წამოვიდაო იმაზე ვაკრიტიკოთ ფედერაცია ხოარ ტეხავს?? გასაკრიტიკებელი და შენიშვნების მისაცემი იმდენი რაღაცაა, მაგალითად რატო მოხვდა ბუდუ ძირითადში როცა ყველამ ვიცით მიქაუტაძის კლასი და ჯამრთელი მიქაუტაძე გყავდეს და სკამზე მეორე ლიგის ფეხბურთელის გამო დასვა ესაა მოსაკითხი, რატო დაუშვა ქოჩორამ უკრაინასთან ორივე თამაშში ერთიდაიგივე საგოლე შეცდომა? მაშინ როცა იქამდე უშეცდომოდ თამაშობდა და ულაპარაკოდ აღმოჩენა იყო ნაკრების და რა ვქნათ ეხლა ნაცები როგორც იზავდნენ ამოვიღოთ ქოჩორა მიზანში ყველაფერი მას დავაბრალოდ და უმოწყალოდ ვაკრიტიკოთ უკრაინის სიყვარულის გამოო?? ნაკრები არის ცოცხალი ორგანიზმი სადაც შეცდომებიც იქნება და ფეხის დაცდენებიც მთავარია წინსვლა გვქონდეს და ვიზრდებოდეთ წინა წლებთან შედარებით და თუ ვინმე ხართ ისეთი რომელიც ფაქტებით დაასაბუთებს ჩვენი ნაკრების უკუსვლას კი ბატონო,თუმცა ნაკრებს წინსვლა ქონდეს ყველაფერში წინა წლებთან შედარებით და მაინც გამოდგეთ და ვილი წავიდეს ფედერაცია გადადგესო მოუჭით დედითქვენის მუტლებს რააა,,დაუნახავი ხალხი მაინც ვერაფერს ხედავთ და გვაცადეთ ჩვენ მაინც სადაც სამადლობელია მადლობა ვთქვათ და სადაც საკრიტიკებელია ვაკრიტიკოთ,
gel-100
11:43 17-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული