დღეს საქართველოს ნაკრებს დიდი მიზანი აქვს - მოგება და ელიტარული დივიზიონი!

AutoSharing Option
არ ვიცით, ეს სექტემბერში რამდენად ჩანდა, როცა პირველ ტურში, თბილისში საქართველოს ნაკრებმა ჩეხები დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა, მაგრამ ფაქტია, ეს გუნდები უკანასკნელ ტურში გადამწყვეტ შეხვედრას თამაშობენ, გამარჯვებული კი, თუკი სასწაული არ მოხდა, პირველობას გაინაღდებს.

სამშაბათი, 19 ნოემბერი, 23:45 სთ (თბილისის დრო) - ჩეხეთი VS საქართველო

ეს ნაკრები ერთმანეთს ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ, სადაც გიორგი მამარდაშვილის ნამდვილი გმირობა ვნახეთ. თბილისური მატჩის სტარტი თითქოს იქაურს ჰგავდა, ამის შემდეგ კი უპირატესობას ვილი სანიოლის გუნდი დაეუფლა, მეორე ტაიმის 13-წუთიან მონაკვეთში (53-66 წთ) კი სამი
გოლის გატანაც შეძლო.

შესაძლოა, მოგების გარდა ნებისმიერი შედეგით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში საწყისი ორი ადგილი ვერ დაიკავოს და B დივიზიონში დასარჩენად პლეი-ოფი დასჭირდეს. ჯგუფი ძალიან დაძაბულია.

Sportall.Ge

"ლევერკუზენის" ფორვარდ შიკის არყოფნას ჩორის დისკვალიფიკაციაც დაემატა და ჩეხებს წინ ძალიან უჭირთ. შემდეგ მატჩს ტომას სოუჩეკიც გამოტოვებს. ტრავმირებულებია დაცვაში. "ჯვაროსნების" მთავარი დანაკლისი საბა გოგლიჩიძეა.

გიორგი მიქაუტაძე უკრაინასთან სათადარიგოთა შორის იყო, მე-15 სანაკრებო გოლი გაიტანა, ამით ალექსანდრე იაშვილის მიღწევა გაიმეორა და ჩეხეთში პირველივე წუთებიდან ვიხილავთ. გასულ ტურში ძალიან მაგარი მატჩები ჰქონდათ ნაკრების ლიდერებს, ხვიჩა კვარაცხელიასა (მას "ერთა ლიგაზე" ზოგადად, ბევრი გააქვს, მიმდინარეზე კი მის ანგარიშზე ჩეხებთან შესრულებული პენალტია) და გიორგი მამარდაშვილს; ოთარ კიტეიშვილის როლი კვლავ დიდი იქნება...

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი (ან ლოჩოშვილი) - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

მსაჯი: პაპაპეტროუ (საბერძნეთი)

altსაქართველოს ნაკრები ჩეხეთშია | 18 ნოემბრის განრიგი

altრა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე

მკითხველის კომენტარები / 49 /
ვფიქრობ, უნდა მოვახერხოთ და პირველ ნომრად ვითამაშოთ. მშვენიერი შანსია, რომ ჩეხეთის ძალის მეტოქესთან გამოვცადოთ ძალა ამ კუთხით.
კევინი
17:38 19-11-2024
0
არაფერი მოუგებელი არ სჭირს ჩეხეთს. მთავარია ზალით არ წავაგოთ. ანუ შემადგენლობიდან გამომდინარე. თუ მოგება გვინდა, კაკაბაძე არ უნდა. გოჩოლეიშვილიც სჯობს და ლობჟანიძეც. გჭირდება სწრაფი გარემარბი და გვყავს, 2 თან, ხოდა ათამაშოს რაა. საბას ნავესები თითქმის საგოლეა, იგივე გოჩოლა.
ლევან მაღლაკელიძე.
17:36 19-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული