საქართველოსთან მატჩების წინ სომხეთის ნაკრები კაპიტნის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩების წინ ტრავმა მიიღო სომხეთის ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ნახევარმცველმა ედუარდ სპერციანმა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში, "კრილია სოვეტოვთან" მატჩის მეორე ტაიმში, "კრასნოდარის" კაპიტანმა სპერციანმა ტრავმა მიიღო, მოედნიდან სამედიცინო ელექტრომობილით გაიყვანეს, შემდეგ კოჭლობით გადაადგილდებოდა და მინიმუმ ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

24 წლის სპერციანმა ამ სეზონში რუსეთის ჩემპიონატის 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
განმეორდება 7-0 დინამოზე!? 20 წელი გავიდა მას მერე!
მწვრთნელი
08:54 04-03-2025
1
სომხები თავებს გადასდებენ,ჩვენ დასამარცხებლად და ჩვენ, ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასე იქნება.ამიტომ ჩვენც სრული მობილიზაცია გვჭირდება,ორივე მატჩში.რა თქმა უნდა ფავორიტები ვართ,მაგრამ მოედანზე თუ არ დავამტკიცეთ,კაპიკია მხოლოდ გულზე მჯიღის ბრახუნის ფასი.
სოსო
01:29 04-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული