ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიანი პლეი-ოფის წინ და შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა. მასთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო კურატორი, ალექსანდრე იაშვილი იმყოფებოდა.

ვილი სანიოლი: "შემოდგომაზე ვნახეთ, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი გადაღლილი იყო. ბუნებრივია, მათ უფრო ცოტა ივარჯიშეს და მეტი ითამაშეს. თავისი როლი ევროპის ჩემპიონატმაც ითამაშა და როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური გადაღლა ჰქონდათ. იმედი მაქვს, სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიან შეხვედრაში ყველა წესრიგში იქნება.

კვარაცხელია და კაშია გუნდთან ერთად იქნებიან. შანსი სხვებს მიეცემათ, მაგალითად, საბა გოგლიჩიძეს, რომლის
დებიუტსაც უფრო ადრეც ვგეგმავდით.

სომხეთთან დაპირისპირება კავკასიის დერბია და რთული მატჩები გველის. "ა" ლიგისთვის მზად არ ვართ, მაგრამ არც "ც" ლიგაა ჩვენი შესაფერისი.

პირველ მატჩში კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება. ის ამ პოზიციაზე გათვალისწინებული მომავალშიც გვეყოლება...

გიორგი მამარდაშვილი ნამდვილად ის ფეხბურთელია, რომელსაც დასვენება სჭირდება, ორი წლის განმავლობაში გადაბმულად ბევრი ითამაშა. შემოდგომაზე შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ის თავის ოპტიმალურ ფორმას აუცილებლად დაიბრუნებს.

ხვიჩა მოედანზე აშკარად ბედნიერია. ბევრს შრომობს, დაცვაშიც ჩადის. ნაკრებშიც ასე მოქმედება მოუწევს.

სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ახლახან ჩაიბარა და დეტალურად რამის თქმა რთულია. მისი საბერძნეთის ნაკრები და "აიაქსი" ოთხი მცველითა და მაღალი ინტენსივობით თამაშობდა. უმჯობესია, პირველ რიგში, ჩვენ შესაძლებლობებზე ვკონცენტრირდეთ.

ეროვნული ლიგის საინტერესო ფეხბურთელები ბოლო დროს საზღვარგარეთ გადავიდნენ და ახლა სიაში ამიტომ არ არიან. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად თამაშობს, მთავარი სათამაშო ფორმაა.

ლაცაბიძე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც უშუალოდ უნდა დავაკვირდე, სწორედ ამისთვის გამოვიძახე, მომავალზე ვფიქრობ. მომავალს უკავშირდება გველესიანისა და კვირკველიას ამჟამად არ გამოძახება. ბოლო წლებში გამოყენებული სისტემა წარმატებული იყო, ამავდროულად ის საკმაოდ მოუქნელი სისტემაა. სიახლეებს ამ კუთხითაც გამოვიყენებთ. მთავარი ფეხბურთელი, მისი ფორმა და სისტემაზე მორგება იქნება. მე სისტემა ფეხბურთელებს კი არ უნდა დავაძალო, მათ რესურსს უნდა მოვერგო.

ხვიჩას ვერავინ შეცვლის, უნიკალურია. სხვებს მეტი ინიციატივის აღება მოუწევთ, მათ შორის ჩაკვეტაძესა და დავითაშვილს.

ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებთან თანამშრომლობა შეგვიძლია. ბუნებრივია, ეროვნული გუნდი პრიორიტეტულია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატს გავითვალისწინებთ. პრობლემა არასდროს გვქონია.

"ემპოლი" სამი მცველით თამაშობს და როცა საბა მარჯვნივ იყო, ის უფრო ლაღადაც გამოდიოდა. ბუნებრივია, ცენტრში უფრო დიდი დატვირთვაა. ამის მიუხედავად, საბა იმდენად დამაჯერებელია, დარწმუნებული ვარ, ყველა ტაქტიკურ სქემას მოერგება. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი მთავარი "ბ" ლიგაში დარჩენაა".
ალექსანდრე იაშვილი: "ჩვენი მიზანია, "ბ" ლიგაში დავრჩეთ და ძლიერ მოწინააღმდეგეებს ვეთამაშოთ. ამაში "დინამო არენა" ძალიან დაგვეხმარება, ბევრი გულშემატკივარი დიდი ძალაა. გვიხარია, რომ აქ ვბრუნდებით. გულშემატკივრების გარეშე წარმატებას არც აქამდე მიგვიღწევია და არც მომავალში გამოგვივა. მათი იმედი ახლაც გვაქვს.

ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ყოველთვის სწორი კომუნიკაცია გვაქვს. ივნისის ამხანაგურ მატჩებსა და შესაძლო მეტოქეებზე ამ მატჩების შემდეგ ვისაუბრებთ".


altერთი დებიუტანტით - ვილი სანიოლმა მარტის მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 63 /
რისგანაა გადაღლილი მამარდა? ესენი სულ გადაირივნენ. მსოფლიოში საუკეთესო ლამის ხუთეულშია ბიჭი და ასეთ მნიშვნელოვან თამაშში არ აყენებს კარში. რისგანაა დაღლილი, დღე თამაშობს და ღამე მორიგეობს სტადიონზე? რაღა ეხლა მოგინდათ ექსპერიმენტები და მაინც და მაინც სომხებთან? თუ ეგრე გინდათ ასიამოვნოთ მეზობლებს, მაშინ ჩაკვეს და ზურიკოსაც დააბრალეთ კოვიდი და ეგ იქნება. ჯობია ექსპერიმენტები მონღოლეთთან, ტაილანდთან და ირანთან ჩაატაროთ, სხვა მაინც არავინ გესპარინგებათ ამხანაგურებში. ჰო, თურქმენეთი და უზბეკეთი გამომრჩა და რა თქმა უნდა კიდევ ნაურუ!
აბა ეს უბერავს, თუ უბერავს....
15:36 14-03-2025
25
ვინმემ შეიძლება გვითხრას ან გვანახოს ერთი დამუშავებული კომბინაცია მაინც, რომელიც სანიოლმა ამ ბიჭებს შეკრებაზე ასწავლა? ამდენი წელია მწვრრთნელია და ვერც სახლში დამუშავებული კომბინაცია, ვერც სტანდარტულიდან შესრულებული გათამაშება და უბრალოდ კარგად შესრულებული საჯარიმო დარტყმაც კი ვერ ვნახეთ. მხოლოდ ბიჭების ინდივიდუალიზმის იმედად ვართ. აბა რაის სამწვრთნელო შტაბია? ეგრე ხო ვაისიც არბენინებდა შეკრებაზე და სპორტდარზში ავარჯიშებდა? არ მგონია გასვლაზე რამე გამოვიდეს, მამარდას ამოგდება ძალიან დიდ კითხვებს აჩენს. არ ყავს სასომხეთს სუსტი თავდამსხმელები და ისე ნუ იზამს სანიოლი, რომ მეორე თამაშში ვეღარ ამოვქაჩოთ. მე პირადად, მამარდას არყოფნა პირდაპირ მიმანიშნებს რამდენიმე გაშვებულ გოლზე ერევანში.
დიბალა დუდუკიანი
15:53 14-03-2025
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული