კვარაცხელია: სადაც პატივისცემით გექცევიან, ბედნიერი იქნები

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა:

"პსჟში მართლაც ბედნიერი ვარ. სადაც პატივისცემით გექცევიან, იქ აუცილებლად ბედნიერი იქნები. ასევეა საქართველოს ნაკრებშიც.

მხითარიანთან ნაკრებზე საუბარი არ მქონია. სომხეთის ნაკრების თამაშს თვალს ვადევნებდი. კარგად მიდიან, ვითარდებიან და იმედია, მომავალში მეტი შესაძლებლობა ექნებათ.

იმ ისტორიული მატჩის შემდეგ "დინამო არენაზე" პირველად ვითამაშებთ. აქ ბევრი დადებითი ემოცია გადაგვხდა და გვიხარია რომ ვბრუნდებით.

პსჟმ ბევრი რამ მომცა. მეხმარებიან, მეტი ვიმუშაო. ლუის ენრიკესთან მუშაობა საინტერესოა. გუნდში კარგი
განწყობაა. ეს ყველაფერი ნაკრებშიც მეხმარება.

მე და მიქაუტაძე ერთმანეთს არ ვეჯიბრებით, მთავარია, ნაკრებისთვის ერთად ბევრი გავიტანოთ.

მადლობა იტალიას, იქ თბილად მიმიღეს და კარგი სამი წელი გავატარე. ქართულ ფეხბურთში ყველაფერი კარგად მიდის, ბევრ ბავშვს უნდა ფეხბურთელობა და ბევრი ტალანტი გამოჩნდება. შეიძლება, ახლა მაგალითად, არგენტინა ჩვენზე წინაა, მაგრამ ლეგენდარული ფეხბურთელები გვყავდა და ისევ გვეყოლება.

ჩემ ძმას დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული."
მკითხველის კომენტარები / 22 /
'სადაც პატივისცემით გექცევიანო..'. გასაგებია რაც და ვინც იგულისხმა. ეხლა უკვე თვითონ ხვიჩას პირით ნათქვამით გასაგებია ნაპოლიში რა სიტუაციაშიც იყო და რას განერიდა ახალ გუნდში გადასვლით.
გიორგი
15:01 23-03-2025
0
უსამშობლოები,ქართველთ მოძულეები,ქართველი პატრიოტი ნიჭიერი ბიჭების წარმატებებით დაბოღმილი პატარა კაცუნიები,გარე ძალების ხელის ბიჭები გულზე სკდებიან ჩვენი ფეხბურთელების,განსაკუთრებით კვარაცხელიას წარმატებებზე,ამათი...
მირო
02:56 23-03-2025
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული