"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა, სომხეთის ეროვნული გუნდის ნახევარმცველთან, ედგარ სევიკიანთან გადაღებული სურათი თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: "უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი.".
ქოჩორაშვილი და სევიკიანი 2020-2022 წლებში ლევანტეში“ თანაგუნდელები იყვნენ. ახლა სომეხი ფეხბურთელი „ფერენცვაროშიდან“ მოსკოვის „ლოკომოტივში“ იჯარის წესით თამაშობს.
საქართველოს ნაკრებს გუშინდელ მატჩში ერთადერთი გოლი სევიკიანმა გაუტანა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.