ლეგიონი გუშინ: ბაჩანა არაბულის სადებიუტო გოლი მოქმედ ჩემპიონთან [VIDEO]

AutoSharing Option
29 ივლის ქართველი ლეგიონერების რამდენიმე გუნდმა ითამაშა.

უნგრეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი ბაჩანა არაბულმა გაიტანა. მესამე ტურში არაბულის "ბალმაზუივაროში" "ჰონვედს" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

სწორედ არაბულის გოლმა მოუტანა სტუმერბს მოქმედ ჩემპიონთან ქულა. საერთო ჯამში ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 72 წუთი გაატარა.

მესამე ტურის შემდეგ ბაჩანა არაბულის "ბალმაზუივაროში" ორი ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვაკო გვილიას ბატე-მ ბელორუსის ჩემპიონატის მე-16 ტურში "გომელს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 მოუგო. გვილიამ სრულად ითამაშა. ბატე 36 ქულით დროებით პირველ ადგილზეა, მაგრამ მეორეადგილოსან "შახტიორს"
იგივე რაოდენობის ქულა აქვს და ერთი მატჩით ნაკლები.

ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" 21-ე ტურში შინ "ნარვას" მინიმალური ანგარიშით მოუგო. გამარჯვების გოლი ბეგლარიშვილმა პენალტიდან 36-ე წუთზე გაიტანა. "ფლორა" 55 ქულით პირველ ადგილზეა.

ყაზახეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ვლადიმერ დვალიშვილის "ატირაუ" ნიკა კვეკვესკირის "ტობოლს" შეხვდა და ანგარიშით 1:0 მოუგო. დვალიშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს, კვეკვესკირმა სრულად ითამაშა. "ატირაუ" 28 ქულით მერვეა, ხოლო "ტობოლი" 31 ქულით მეოთხეა.

ამხანაგურ მატჩში გურამ კაშიას არნემის "ვიტესმა" ინგლისური "რედინგი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა. კაშიამ სრულად ითამაშა.

რუმინეთის ლიგა 1-ის მესმაე ტურში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" შინ "კლუჟთან" ანგარიშით 0:3 დამარცხდა. ხუბუტიამ სრულდა ითამაშა. მისი გუნდი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

გია გრიგალავას ტულის "არსენალმა" ანგარიშით 1:2 წააგო ყაზანის "რუბინთან" რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში. გრიგალავა მე-14 წუთზე შეცვალეს. "არსენალი" 3 ქულით მე-10 ადგილზეა.

გიორგი ჭანტურიას "ურალსა" და ჯიმი ტაბიძის "უფას" შორის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. ტაბიძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ხოლო ჭანტურია მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა. ორივე გუნდს 5 ქულა აქვს და 6-7 ადგილებს იყოფენ.

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში გიორგი ბერიძის "ტრენჩინმა" შინ "სტრედასთან" ანგარიშით 1:2 წააგო. ბერიძე 62-ე წუთზე შეცვალეს. "ტრენჩინი" 3 ქულით მეხუთე ადგილზეა.

უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურში დონეცკის "შახტარმა" სტუმრად "სტალი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. დავით ხოჭოლავა დონეცკელთა განაცხადშიც კი არ ყოფილა. "შახტარი" 6 წულით მეორე ადგილზეა.

გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" ამხანაგურ მატჩში "მირანდესთან" ანგარიშით 0:1 დამარცხა. პაპუნაშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა.

Sportall.Ge

ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ" დასავლეთ კონფერენციის 22-ე ტურში შინ "კოლორადოს" მინიმალური ანგარიშით სძლია. ყაზაიშვილი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. "სან ხოსე" 29 ქულით მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხოჭოლავას რატომ არ ათამაშებენ ძალიან მიკვირს, ვინმემ იცის მიზეზი?
roma
10:06 31-07-2017
0
უმაგრესი გოლიი არაბულის მიდი მიდი брат
იკიო
19:12 30-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული