დანიურ სუპერლიგაში დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" შინ 2:1 მოუგო ქართველის ყოფილ კლუბ "ორჰუსს". სხირტლაძემ გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა, საგოლე პასი მიითვალა და ყვითელი ბარათიც მიიღო.
* * *
პოლონურ ექსტრაკლასაში "კორონამ" შინ 4:2 მოუგო "კრაკოვიას". მასპინძელთა რიგებში ტრავმის გამო არ უთამაშია ნიკა კაჭარავას.* * *
რუსულ პრემიერლიგაში ჩემპიონმა "სპარტაკმა" დამაჯერებლად სძლია "კრასნოდარს" - 2:0. საგანგაშოა, რომ ჯანო ანანიძე ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე დარჩა. სტუმართა შორის კი არ უთამაშია თორნიკე ოქრიაშვილს, ვინც ვარჯიში ახლახან განაახლა.* * *
შვედეთის მთავარ ლიგაში (ოლსვენსკანი) "ესკილსტუნამ" შინ 1:2 წააგო "იურგორდენთან". დამარცხებულთა შორის ზურაბ ცისკარიძემ 90 წუთი ითამაშა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"