გია გრიგალავას ოპერაცია ჩაუტარდა - ფეხბურთელი ნიღბით ითამაშებს?

AutoSharing Option
ტულის "არსენალის" მცველ გია გრიგალავას, რომელმაც ყაზანის "რუბინთან" მატჩში (1:2) მძიმე ტრავმა მიიღო, მოსკოვის კლინიკურ ცენტრში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მცველმა რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ყბა მოიტეხა და ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს ვარჯიშს. მას ეს "რუბინის" ფორვარდ ჟონატასთან შეჯახებისას შეემთხვა. ბრაზილიელის მუხლი გრიგალავას სახეში მოხვდა.

- გია გრიგალავა ყბის მოტეხილობის გამო ფეხბურთს საკმაო ხნით გამოაკლდა [VIDEO]

მანამდე კი ქართველი მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "არსენალის" ოფიციალურ საიტს გუნდის ექიმი ალექსანდრ რეზეპოვი ესაუბრა:

"მას ქალა-
ტვინის დახურული ტრავმა აქვს, ასევე - ტვინის შერყევა, მოტეხილი აქვს მარცხენა ლოყის ძვალი და იქვე აქვს ჭრილობაც... მკურნალობის კურსთან დაკავშირებით, კონსულტაციას გავივლით მოსკოვის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში...

რაც შეეხება იმას, თუ როდის დაუბრუნდება გრიგალავა მინდორს, ეს ჯერ არ ვიცით. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ოპერაცია და რეაბილიტაციის პროცესი. ვფიქრობ, ამას მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება. დიდია იმის ალბათობა, რომ გრიგალავამ დამცავი ნიღბითაც ითამაშოს...

მას ახლა არ უდგას იოლი დრო, მაგრამ იცის, რომ ფეხბურთი კონტაქტური სპორტია. გრიგალავა ყველაფერს ვაჟკაცურად უძლებს...

მინდა ვთქვა მსაჯების მოქმედებაზეც. იცით, რომ არ ვარ პროფესიონალი ამ საქმეში, მაგრამ მოთამაშე რომ ამხელა ჭრილობას იღებს, ამდენ სისხლს კარგავს და შესაცვლელი ხდება, ყვითელი ბარათი მაინც უნდა მიიღოს მან, ვინც ეს ტრავმა მიაყენა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სუფთა სათამაშო ეპიზოდი იყო, უბრალოდ როცა ჟონასს ჩაუწვა, მის მუხლს შეეჯახა
zviadi
11:09 01-08-2017
0
ძალიან დასანანია! გამოჯანმრთელებას ვუსურვებ გიას!
მერაბი
11:41 01-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული