"ჩვენ ახლა უნდა დავისვენოთ და დავიწყოთ ქულების დაგროვება. ყველაზე მთავარი ამ შეხვედრაში ის იყო, რომ 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ.
შეიძლება ითქვას, ფსიქოლოგიური კუთხით ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. ასე რომ, ახალწვეულების ადაპტაცია რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს...
"ორენბურგს" შესწევს იმის ძალა, რომ მომავალ სეზონში დაუბრუნდეს პრემიერლიგას. ჩვენ ბევრი შანსი გვექნება წარმატების
საწყენია, რომ ლეგიონერებზე არსებული ლიმიტის გამო ვერ ვიყენებთ ვასიევს. არადა, ის ძალიან კარგი მცველია. გარდა ამისა, უკვე ორი თვეა ველოდებით, როდის გამოჯანმრთელდება ელგუჯა ლობჯანიძე", - განაცხადა ქეცბაიამ, რომლის გუნდსაც რუსეთის 20-გუნდიან ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში (იგივე I დივიზიონი) 11 ადგილი უკავია და 5 ტურის შემდეგ 6 ქულა (2 მოგება) აქვს.
5 აგვისტოს "ორენბურგი" მე-15 ადგილზე მყოფ "ფაკელს" სტუმრობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"