დავისვენოთ და დავიწყოთ ქულების დაგროვება... თემურ ქეცბაია ოპტიმისტია

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც რუსულმა "ორენბურგმა" წარუმატებელი სერია შეწყვიტა და "ზენიტი 2" დაამარცხა, ჟურნალისტებთან ამ გუნდის ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ილაპარაკა:

"ჩვენ ახლა უნდა დავისვენოთ და დავიწყოთ ქულების დაგროვება. ყველაზე მთავარი ამ შეხვედრაში ის იყო, რომ 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ.

შეიძლება ითქვას, ფსიქოლოგიური კუთხით ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. ასე რომ, ახალწვეულების ადაპტაცია რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს...

"ორენბურგს" შესწევს იმის ძალა, რომ მომავალ სეზონში დაუბრუნდეს პრემიერლიგას. ჩვენ ბევრი შანსი გვექნება წარმატების
მისაღწევად და ეს შანსები უთუოდ უნდა გამოვიყენოთ. ჩემ მიერ გაწვრთნილ გუნდში ითამაშებენ საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები.

საწყენია, რომ ლეგიონერებზე არსებული ლიმიტის გამო ვერ ვიყენებთ ვასიევს. არადა, ის ძალიან კარგი მცველია. გარდა ამისა, უკვე ორი თვეა ველოდებით, როდის გამოჯანმრთელდება ელგუჯა ლობჯანიძე", - განაცხადა ქეცბაიამ, რომლის გუნდსაც რუსეთის 20-გუნდიან ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში (იგივე I დივიზიონი) 11 ადგილი უკავია და 5 ტურის შემდეგ 6 ქულა (2 მოგება) აქვს.

5 აგვისტოს "ორენბურგი" მე-15 ადგილზე მყოფ "ფაკელს" სტუმრობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თემურამ რაც არ უნდა ქნას მაინც მაგის ფანი ვიქნები მთელი ცხოვრება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეგეთი ჟილკიანი და ჯიგრიანი ფეხბურთელი მე არ მახსოვს. თამაში ხან მისდიოდა ხანაც არა, მაგრამ მინდორზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა.წარმატებები თემურ!
Vakhtang Lobzhanidze
13:18 01-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული