გიორგი არაბიძე: "კარპატიში", რა თქმა უნდა, არ გადავდივარ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" შემტევი გიორგი არაბიძე ლვოვის "კარპატიში" გადასვლას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ Sportanalytic-ის ინფორმაციით, ლვოვის "კარპატის" დონეცკის "შახტარისგან" გიორგი არაბიძის იჯარით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით.

Sportall.ge-მ ინფორმაცია თავად ფეხბურთელთან გადაამოწმა. დავინტერესდით, შეესაბამებოდა თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს. მისგან მოკლე და გასაგები პასუხი მივიღეთ: "არა, რა თქმა უნდა, იქ არ გადავდივარ!".

შეგახსენებთ, რომ მანამდე გიორგის გადაბირებით მოსკოვის "ლოკომოტივი" იყო დაინტერესებული, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ეს ვარიანტი თავად გამორიცხა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბატონებო, ჯანოს პრობლემა თვთონ ჯანოში არ არის. ჯერ ვერ შეხვდა ისეთი მწვრთნელი რომელიც სწორ პოზიციაზე ათამაშებს. ჩემი აზრით ჯანოსთან პირველი ბურთი უნდა მიდიოდეს და ის უნდა საზღვრავდეს შეტევის მიმართულებას. ის ინტელექტუალია, ჭკვიანი, დიდებული პასით. ფანტაზისტას ადგილზე ჯანიანი საყრდენები ჩაგრავენ პერსონალური თამაშით. ვოვა გუცაევის ადგილძე(ფლანგზე) მისი ყოფნა--მარაზმია. აი მიიღოს ბურთი ჯანომ, პარტნიორებმა აითვისონ ზონები, მერე ნახავთ რაც მას შეუძლია. თუ არ მეთანხმებით ბოდიშს ვიხდი.
თემო
21:12 05-08-2017
0
ლოკომოტივს არაბიძის დასაწუნი არაფერი სჭირს,მაგრამ მისი ტიპის ფეხბურთელი რუსეთში ძნელად გაიხარებს,თან ფიზიკურადაც არ არი ისეთი ძლიერი,ჯანისი არ იყოს ,სულ ტრავმებში იქნება.უკრაინაშიც ძალისმიერი ფეხბურთია,ნამეტანიც კი,მაგრამ რუსეთის ლიგაში ჩეხვა და დაუნდობლობაა უფრო მეტი.ყოველ შემთხვევაში რის ნახვასაც მე ვახერხებ,ასეა.
სოსო
21:50 04-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული