ჯანო ანანიძის მომავალი "სპარტაკში" კიდევ უფრო ბუნდოვანია...

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც მოსკოვის "სპარტაკმა" ახალი სეზონი დაიწყო, ჯანო ანანიძე, პრაქტიკულად, სულ სათადარიგოთა სკამზეა.

სამწუხაროდ, "სახალხო გუნდში" მისი პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა მას შემდეგ, რაც "სპარტაკმა" ლონდონის "ჩელსისგან" 22 წლის მარიო პაშალიჩი დაიმატა.

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი გასულ სეზონში იჯარით "მილანში" ასპარეზობდა...

რუსი ჟურნალისტები პირდაპირ წერენ, რომ ეს არის ტრანსფერი ანანიძის პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანოს კიდევ უფრო გაუჭირდება რუსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა და მან უნდა იფიქროს საკუთარ მომავალზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვებ გვერდის დიზაინის ცვლილება მითუმეტეს ასეთი რადიკალური შეუძლებელია ჯანსაღი გონების და ელემენტარული ცოდნის მქონე პიროვნე(ბე)ბის გონებაში მომწიფებულიყო. ყველაფერს რომ თავი დანავანებოთ საშინელი დიზაინია. კაროჩე წავედი მე აქედან.
vato
18:06 08-08-2017
0
არამგონია ჩაგრავდნენ და რომ არ ნდომოდათ კონტრაქტსაც არ გაუფორმებდნენ..საიტს რას უწუნებთ ძველს ჯობია ჩემი აზრით..
პაატა
22:28 06-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული