ლეგიონი: ოთარ კაკაბაძის 23 წუთი და ფრე "ბარსელონასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკსა" და "ბარსელონას" შორის გამართული ამხანაგური მატჩი, მოულოდნელად, ფრედ 1:1 დასრულდა.

კატალონიური გუნდების დაპირისპირებაში "ბარსას", ლიდერებიდან, მესი, სუარესი და პიკე აკლდა, მაგრამ შემადგენლობა მაინც ვარსკვლავური იყო: ტერ შტეგენი, მასკერანო, ალკასერი, სერჟი რობერტო, არდა თურანი, ვერმალენი, ალბა, ანდრე გომეში, ჟერარ დეულოფეუ და სხვები. ამის მიუხედავად, ესპანეთის მე-2 ლიგაში მოთამაშე გუნდთან "ბარსა" მარცხს ძლივს გადაურჩა. მე-11 წუთზე დაწინაურებულმა "ხიმნასტიკმა" გამათანაბრებელი გოლი 79-ე წუთზე გაუშვა.

ტარაგონელთა ქართველი მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა და ის თამაშში საკმაოდ აქტიურად ჩაერთო.

* * *
დანიის სუპერლიგის მე-4 ტურში მესამედ წააგო დავით სხირტლაძის "სილკებორგმა", რომელიც ამ მატჩის შემდეგ გალიდერებულ "ჰორსენსთან" 0:1 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა და მე-5 დამატებულ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

* * *
0:1 წააგო გიორგი მერებაშვილის "პლოცკმაც". ქართველი ნახევარცველი, პოლონეთის ჩემპიონატში "ვისლასთან" გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის მე-5 დამატებულ წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო.

* * *
კიდევ ერთი ქართველი, რომლის გუნდმაც 0:1 წააგო, ჯაბა ლიპარტიაა. მისი "ანჟი", რუსეთის პრემიერლიგის მატჩში, "როსტოვთან" საკუთარ მოედანზე დამარცხდა. ქართველი შემტევი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. მახაჩყალელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართული წარმომავლობის გურამ თეთრაშვილი, რომელიც მე-2 ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იყო კაკაბაძე. ჰქონდა სითამამეც, ტეხნიკაც და იყო საიმედოც.
guri
15:17 05-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული