მსაჯმა გოლი გააუქმა და პენალტი დანიშნა - კაშიას "ვიტესს" ამანაც ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 აგვისტოს "ფეენორდისა" და არნემის "ვიტესს" შორის მატჩში არბიტრმა გოლი გააუქმა და მეორე გუნდის სასრგებლოდ პენალტი დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ არნემული გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია იცავს, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა.

"ვიტესი" როგორც თასის მფლობელი სუპერთასის დაპირისპირებაში ქვეყნის ჩემპიონს "ფეენორდს" ხვდებოდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე იენს ტრონსტრამ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში "ფეენორდმა" მეორე გოლი გაიტანა, მაგრამ გოლი არბიტრმა დანი მაკელიმ გააუქმა.

ამის მიზეზი ის გახდა, რომ გოლამდე 20 წამით ადრე "ვიტესის" ფეხბურთელი "ფეენორდის" საჯარიმოში წააქციეს, ხოლო მსაჯმა ეპიზოდი
მეორე გოლის შემდეგ ვიდეორეფერის დახმარებით განიხილა.

Sportall.Ge

მაკელიმ გოლი გააუქმა და პენალტი "ფეენორდის" კარში დანიშნა. ალექსანდერ ბატნერმა კი 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა.

თუმცა ამან კაშიას გუნდს მაინც ვერ უშველა და "ვიტესი" პენალტების სერიაში ანგარიშით 2:4 დამარცხდა. ქართველს პენალტი არ დაურტყია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააფრინა ხალხმა,ძალიან მოქმედებს კლიმატის ცლილება!
სანდრო
18:06 06-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული