საბა კვირკველია: პასუხისმგებლობა ავიღე, ჩემი ოჯახი ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს

AutoSharing Option
"რუბინთან" თამაშის წინ მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ ყაზანურ გუნდში გატარებული ბოლო სეზონი გაიხსენა, სადაც მისი თქმით, მწვრთნელი ხავიერ გრასია ფსიქოლოგიურად გატეხვას უპირებდა. საბამ მას მასხარა უწოდა.

92-ეწუთზე ანგარიშის გამათანაბრებელი და ქულის გადამრჩენი გოლის გატანის შემდეგ "ლოკომოტივის" დამრიგებელმა იური სიომინმა განაცხადა, რომ როდესაც სხვა გზა არ ქონდა, საბა ცენტრალურ თავდამსხმელად დააყენა და აკი გაუმართლა კიდეც:

"მადლობა ღმერთს, კვირკველიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. წინ ტანმაღალი ფეხბურთელი არ გვყავდა, ამიტომ მოგვიწია ვა-ბანკზე წასვლა. სულ არაფერს ერთი ქულა სჯობს. კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში
ბიჭების მებრძოლი ხასიათით".

სხვათა შორის, საბამ რუსულ "მატჩს" საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელსაც შემოკლებით, ამონარიდებით გთავაზობთ.

- 13 წლისა როდესაც ვიყავი, მამამ საფეხბურთო სკოლაში სინჯებზე წამიყვანა. იქ მითხრეს, რომ არსებობს სპორტის სხვა სახეობები, ვთქვათ კალათბურთი, სიმაღლეც მიწყობდა ხელს და სჯობდა იქ მეცადა ბედი. თუმცა, მე ფეხბურთის გარდა არაფრის გაგონება არ მსურდა.

- მამაჩემი დიდი გულშემატკივარია, ფეხბურთის ყველა ტელეარხი აქვს, ყველას უყურებს, ყველაფრის საქმის კურსშია. თამაშის ცქერისას ვერ დაელაპარაკები. მას შემდეგ, რაც ნაკრებში თამაშისას თავი გავიტეხე, დედა ჩემს ასპარეზობას აღარ უყურებს.

- მამა მკაცრი არაა. რაც არ უნდა იყოს, 21-ე საუკუნეა. 5-6 ძალიან ახლო მეგობარი მყავს, მამა ერთ-ერთი მათგანია. შემიძლია ნებისმიერ თემაზე დაველაპარაკო. მას ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლია.

- ცსკა-სთან შეხვედრის შემდეგ სამი დღე დასვენება მოგვცეს და უმალ თბილისში გადავფრინდი. ქალიშვილის ნახვა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ჩემს ყველა თამაშს უყურებს. მეუღლე ფეხმძიმედაა, მესამე თვეშია.

- კაპელო აპირებდა რუსეთის ნაკრებში ჩემს მიწვევა, მაგრამ მე მუდამ საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსების დაცვაზე ვოცნებობდი.

- რუსეთში არანაირი სირთულე არ შემხვედრია. ცხოვრებაში არაფრის არ მეშინია. პასუხისმგებლობა ავიღე, ჩემმა ოჯახმა კარგად იცხოვროს. ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს. ამისათვის ყველაფერს ვაკეთებ.

- ჩემი აგენტი რევაზ ჩელებაძეა. პირველად მან შემნიშნა და გამიყვანა საქართველოდან. მე და მისი ვაჟი გიორგი 19-წლამდელთა ნაკრებში ერთად ვთამაშობდით. თურქეთში წამიყვანა "შახტარის" შეკრებაზე, მაგრამ ფორმაში არ ვიყავი და არ ამიყვანეს. თენგიზ სულაქველიძის აკადემიის აღზრდილი ვარ, საქართველოს უმაღლეს ან პირველ ლიგაში არც მითამაშია.

- ჯერ "ზენიტის" დუბლებში ვიყავი, შემდეგ "რუბინში", სადაც ლაშა სალუქვაძე დამხვდა. მან ყველა გამაცნო.

- "ლოკოს" მიზანი ჩემპიონობაა. ეს მიზანია, ამოცანა კი ევროპალიგის ჯგუფიდან გასვლაა.

საბა კვირკველია, ლაშა სალუქვაძე, მოსკოვის "ლოკომოტივი", ყაზანის "რუბინი", ხავიერ გრასია
მკითხველის კომენტარები / 3 /
სულაქველაძის აღზრდილი არ ხარ გივი და ჯორა არ დაგავიწყდეს ;) სამტრედიელ გუნდელებს ერთხელ მაინც თუ შეეხმიანები ყველას ან ვისაც მოახერხებ კარგიი იქნება შენით ვერ ხვდები იმას რომ არ გწერენ და არ გაწუხებენ იმის გამო რომ მერე არ იფიქრო ცუდად ;)
saba bavshobis gundelebs nu iviwyeb
15:42 11-08-2017
0
საბა მართლაც რომ საუკეთესო ოჯახში აღზრდილი საუკეთესო ვაჟკაცი ხარ...შენ იმსახურებ ამ დიდ წარმატებას! ვამაყობთ შენით.....
მაკა@ქეთო
14:56 11-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული