"ორენბურგის" ფანები თემურ ქეცბაიას გაშვებას ითხოვენ

AutoSharing Option
რუსეთის პირველ დივიზიონში მოთამაშე "ორენაბურგის" მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას კლუბის გულშემატკივრები აკრიტიკებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ საიტი ural56.ru იუწყება.

ჩემპიონატის ბოლო, მე-8 ტურის შეხვედრაში "ორენბურგი" სტუმრად "ყუბანთან" 1:4 განადგურდა, სატურნირო ცხრილში კი მე-13 ადგილზეა. კრასნოდარში ჩატარებული თამაშის შემდეგ ფანებმა სოციალურ ქსელებში ქეცბაიაზე ნამდვილი იერიში მიიტანეს. მათი აზრით, ქართველი სპეციალისტის ხელში გუნდის თამაში ვერ დალაგდება, მორღვეულია დაცვა, შემადგენლობაში რეგულარული ექსპერიმენტები კი უშედეგოა. გულშემატკივრები მწვრთნელთან ერთად ფეხბურთელებსაც აკრიტიკებენ, რომლებსაც, მათი თქმით, აგრესია და ჟინი აკლიათ.

- თემურ ქეცბაია: ვერაფრით ამიხსნია, ასე
როგორ უნდა წააგო, გაუშვა ასეთი გოლები


ორენბურგელები აცხადებენ, რომ ასეთი შედეგებითა და თამაშით სეზონის წინ დასახული მიზნის მიღწევა - პრემიერლიგაში აღზევება, შეუძლებელია და კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

წყაროს ცნობით, გულშემატკივრების სურვილის მიუხედავად, "ორენბურგის" ხელმძღვანელობა თემურ ქეცბაიას დათხოვნის საკითხს არ განიხილავს, ოფიციალური კომენტარისგან კი თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის ქართველმა სპეციალისტმა გუნდი სეზონის წინ ჩაიბარა და მიზნად პრემიერლიგაში დაბრუნება დაისახა. მას ასისტენტობას სოსო ჭედია უწევს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს სადაც მივიდა ყველგან ერთ თვეში გამოაბუნძულეს.
მარტო საქართველოს ნაკრებში ღუნავდა ფულს 3 წელი და ბევრი ბედოვლათი დღემდე მისტირის ამ არ შემდგარ მწვრთნელს
lashamax
17:53 15-08-2017
0
kviprosis sharshandeli chempionatis qveda eqvseulis tamashebs gadaxede da sheurawyofebis miyenebas tavi daanabe, mikvirs administracia ratom aqveynebs aset werilebs?
soskas
16:40 15-08-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული