"გალათასარაიმ" გიორგი არაბიძის ტრანსფერზე "შახტარს" ოფიციალურად მიმართა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, სტამბოლის "გალათასარაის" მართლაც სურს საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელის, გიორგი არაბიძის შეძენა.

თურქულმა გრანდმა 19 წლის ქართველთან დაკავშირებით დონეცკელებს ოფიციალური წინაადადებით მიმართა. ამის შესახებ Haberler.com იუწყება. მოლაპარაკებების შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გიორგი არაბიძე "შახტარში" 2015 წელს გადავიდა. სამწუხაროდ, ნიჭიერმა შემტევმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა პირველ გუნდში დამკვიდრება. ცოტა ხნის წინ გიორგის გადაბირებით მოსკოვის "ლოკომოტივი" იყო დაინტერესებული, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ეს ვარიანტი თავად გამორიცხა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
სამცუხარო იქნება თუ ზოგიერთებივით მარად პერსპექტიულ ფეხბურტელად დარჩება უმჯობესი იქნება თუ შახტარში დარჩება ცოტა ხნით
თამაზი
10:42 22-08-2017
1
"გალა" კი არის მშვენიერი ვარიანტი, მაგრამ შარშან ლამის მთელი მეორე წრე გაყიდა თამაშები და ისედაც თურქეთის ჩემპიონატს ისე აქვს სახელი გატეხილი ჩაწყობილი თამაშების გამო ნორმალური ფეხბურთელი იქ სათამაშოდ არ მიდის. მხოლოდ და მხოლოდ ფულის საშოვნელად როგორც რუსეთში, ჩინეთს ნამდვილად ვერ შევადარებ რადგან წვრილთვალებები უბრალოდ რეალობას არიან აცდენილი და ჰგონიათ ამ გადაყრილი მილიარდებით ქვეყანაში საფეხბურთო დონეს აწევენ. მთელი ის ფული ფეხბურთის განვითარებაში რომ ჩაედოთ, ყველა ხედავს ჩინელების შედეგებს ოლიმპიურ სახეობებში და ესენი ფეხბურთის თამაშსაც ისწავლიდნენ სწორი მიდგომით. არ მინდა ბრძენის როლი მოვირგო სხვის საქმეში მაგრამ თურქები უფრო ჩაძირავენ ვიდრე "შახტარი" ჩემი აზრით.
................
14:16 17-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული