"ნაკრებში ჩემთვისაც რომ მოეცათ შანსი, თუნდაც ამხანაგურში..."

AutoSharing Option
27 წლის ზაქარია ბეგლარიშვილი დიდებულ ფორმაშია. ესტონეთის ჩემპიონატში მას ტოლი არ ჰყავს. ტური არ გავა, "ფლორას" ქართველმა ლიდერმა გოლი არ გაიტანოს და საგოლე გადაცემა არ გააკეთოს. ბევრი იტყვის, ესტონეთის ჩემპიონატი ის პირველობა არ არის, სერიოზული დასკვნის გამოტანის საშუალებას რომ იძლეოდესო, მაგრამ ახლა ისიც ვთქვათ, საქართველოში რა დონის პირველობა გვაქვს და რამდენი უთამაშებელი გვყავს ნაკრებში...

მოკლედ, ბეგლარიშვილს კარიერაში საუკეთესო დროება უდგას. მას უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ეროვნულ გუნდშიც. ერთ დროს, ის ძალიან ახლოს იყო ამსტერდამის "აიაქსში" ჩარიცხვასთან, მაგრამ ტრანსფერი
ბოლო წამს ჩაიშალა.

"ლელო" ზაქარიას ესტონეთში შეეხმიანა...

- ფაქტია, მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობთ. ეს საფეხბურთო წელი მართლაც გამორჩეულია თქვენთვის...
- "ფლორასაც" ძალიან კარგი სეზონი აქვს. არცერთი შეხვედრა არ წაგვიგია. ესტონეთის ჩემპიონატს ვლიდერობთ... რაც შეეხება ჩემს სტატისტიკას, 14 გოლი გავიტანე და 19 საგოლე გადაცემა გავაკეთე. ამ ეტაპზე ესაა და, იმედი მაქვს, უკეთესიც იქნება.

- რამ გამოიწვია თქვენი ასეთი მკვეთრი აღმავლობა? განსაკუთრებულად მონდომებული ხართ, მწვრთნელს აქვს რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი თუ რა ხდება?
- მე მაინც მწვრთნელის ხელით ავხსნი. "ფლორას" ახლა ჰოლანდიელი სპეციალისტი ავარჯიშებს - არნო პაიპერსი. ცნობილი, მცოდნე, გამოცდილი სპეციალისტია. ადრე ესტონეთის ნაკრების მწვრთნელიც იყო, მერე ყაზახეთის ეროვნულ გუნდშიც მუშაობდა... ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ის ჩემზე აგებს გუნდის თამაშს. ძალიან ბევრი რამ შეცვალა "ფლორას" თამაშში უკეთესობისკენ. მენდობა, სჯერა ჩემი... ეს ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობ, მწვრთნელის ნდობა კარგი თამაშით გავამართლო.

- "ფლორას" მიზნები არ იცვლება...
- რა თქმა უნდა, ესტონეთის ჩემპიონატში ყოველთვის პირველი ადგილისთვის ვიბრძვით. ახლაც პირველ ადგილზე ვართ და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ისე კი, ახლოს ვართ ჩემპიონობასთან.

- ზოგადად, რისი თქმა შეგიძლიათ ესტონეთის ჩემპიონატზე?
- ოთხი გუნდია ისეთი, რომელიც დანარჩენებს საგრძნობლად აღემატება. სწორედ ეს ოთხი კლუბი იბრძვის ჩემპიონობისათვის. არაერთი ლეგიონერია სხვადასხვა კლუბში... რა გითხრათ, დონეს არა უშავს, ნორმალურია.

- წლების განმავლობაში მიეჩვიეთ ესტონეთსა და "ფლორას", მაგრამ ისეთ ფორმაში ხართ, ცხადია, თქვენ მიმართ იქნება ინტერესი. ხომ არ აპირებთ კლუბის შეცვლას?
- არის რამდენიმე ვარიანტი სხვადასხვა ქვეყნიდან. უბრალოდ, ამ ეტაპზე არ შემიძლია წინასწარ თქმა, თუ სად ვითამაშებ მომავალში. ახლა მეც არ ვიცი, დავრჩები "ფლორაში" თუ სადმე სხვაგან წავალ.

- თავის დროზე, კინაღამ "აიაქსში" ჩაირიცხეთ. იყო ინტერესი სხვა ევროპული კლუბების მხრიდანაც...
- დიახ, მართლაც ახლოს ვიყავი "აიაქსთან" და ძალიან მწყდება გული, რომ ამსტერდამულ გრანდში ჩემი დარჩენა არ გამოვიდა...

- ალბათ, ფიქრობთ საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაზეც, სადაც უკვე გითამაშიათ...
- რა თქმა უნდა, ვფიქრობ და, ალბათ, ლოგიკურიც იქნებოდა, ჩემთვისაც მოეცათ შანსი, თუნდაც - ამხანაგურ შეხვედრაში. წავიკითხე, ამას წინათ ნაკრების მთავარ მწვრთნელს პრესკონფერენციაზე ჩემზეც ჰკითხეს. მისი პასუხიდან გამომდინარე, ის ნაკრებში ჩემ გამოძახებას არ აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ზაქრო მიხარია შენი წარმატებული თამაშები და სეზონი, უნდა გავიხსენო, რომ დავით ყიფიანი დაახლოებით შენ ასაკში გაიხსნა, როცა ახალკაცი ენდო და მასზე ააწყო გუნდი. ზაქრო უფრო მეტს ველით შენგან ჯერ წინ კიდევ ბევრი სავალი გაქვს, უფალი იყოს შენი მფარველი და მისი მადლი შეგეწიოს ფეხბურთშიც და პირად ცხოვრებაშიც. ასე გააგრძელე და ნაკრებშიც და მაღალი დონის კლუბშიც მალე გნახავთ.
გაიოზი
24 აგვისტო 2017 10:18
0
კარგით რა ხალხნო, ვაისს ვინ კითხავს ვინ უნდა გამოიძახოს და ვინ არა!
fsiuuu
23 აგვისტო 2017 03:04
0
არც დვალიშვილია გამოსაძახებელი და არც ეს, უდაბლესი დონეა ესტონეთის ჩემპიონატი და იქაც არ გააქვს ამ კაცს ბევრი გოლი რატომ უნდა გამოიძახონ
ვახტანგი
22 აგვისტო 2017 20:23
6
ბევრი არ გააქვს? თამაში არ გავა გოლი არ გაიტანოს.1 თვის წინ ევროპაზე სლოვენიის DOMŽALEსაც გაუტანა უმაგრესი გოლი
გივიი
22 აგვისტო 2017 20:43
0
tu romelime fexburtels erovnul nakrebshi tamashis survili amozravebs,is fexburteli umdables chempionatis klubebshi arunda garbodes satamashot,saqartvelos chempionatze ori tavit ufro uketesi chempionatshi mainc unda tamashobdes,tundac yvelaze cota azerebaijanisa da yazaxetis chempionatis doneze mainc,samwuxarod bevri amdonis chempionatebshic ki ver xvdeba da nakrebio gaizaxian.
romandro
22 აგვისტო 2017 17:53
0
წარმატებები ზახარ, შენ ესე გააგრძელე მაგარი სეზონი გაქვს,ესტონეთში საუკეთესო ხარ და რამდენჯერაც ხანს არ დაინახავენ იმდენჯერ წააძახებს ხალხი და მერე იძულებული იქნებიან...მგონი მაქ მარტო ვაისი არ უნდა წყვიტავდეს ეგრე ჩანს..ბეგლარიშვილი და სხირტლაძე ეხლა მგონი საუკეთესო ფორმაში არიან შემტევებიდან , მაგრამ ჩვენ მაინც ლადოს იმედზე ვართ:( სატირალია სასაცილო რომ არ იყოს
opizar
22 აგვისტო 2017 17:48
0
გასაკვირია ნამდვილად, ამ დვალიშვილს რომ იწვევენ და დაარბენინებენ უაზროდ მოედანზე აქეთ-იქით, მოიწვიონ ეს ადამიანი, აგერ, ხომ გააქვს გოლები!
ალეკო
22 აგვისტო 2017 17:43
1
ამას რა უგავს ქართველის, მგონი აზერია ხო? ბეგლარ იბნ ბეგოშ ოღლი.
თურმე კარებს არ აცელს 5 მეტრიდან და მეტი რაღა გინდათ.
ერეკლე მეორე სართულიდან. ოთარა და რეზოს გვერძე მცხოვრები
22 აგვისტო 2017 17:35
17
Martali gitxrat, Ver vxdebi Ra kriteriumebit izaxebs nakrebshi, Ro gadavxede shemadgenlobas , yvelaze normaluri rgoli dacvis xazia, da Ra xdeba naxevardacvashi , tavdasxmashi, titqmis an yvela utamashebelia, Ver xvdebiab ziritashi da mizezi gaugebaria, Rato izaxebs utamashevels da Rato Ar azlevs Shans formashi myof adamians
Vasili
22 აგვისტო 2017 17:27
0
დვალიშვილი არ დაგეკარგოთ.გამახსენეთ,ბოლოს რომელ წელს გაიტანა გოლი?
status quo
22 აგვისტო 2017 16:17
1
შამქორის ბრძოლამდე 24 დღით და 7 საათით ადრე. ბენეფისი ქონდა 1 გოლი და 2 კუთხური მოიპოვა :))
ice
22 აგვისტო 2017 16:38
0
ლატვიის და ყაზახეთის აუტსაიდერი გუნდებიდან იძახებებ ნაკრებში , და ესტონეთის ჩემპის საუკეთესო ფეხბურთელს არა. ვერაფერი ვერ გავიგე
იკიოო
22 აგვისტო 2017 16:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული