ლეგიონი ევროპალიგაზე: ჯიღაურის გოლმა "ფენერბაჰჩე" შოკში ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აგვისტოს ევროპალიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა. მაკედონიურმა "ვარდარმა" "ფენერბაჰჩესთან" პირველ მატჩში სენსაციურ გამარჯვებას (2:0) საგარეო მოგებაც (2:1) მიაყოლა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

მაკედონიელთა შორის 68-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა მას შემდეგ გაათანაბრა ანგარიში, რაც ორი მცველი ჩამოიტოვა. ამ გოლმა "ფენერბაჰჩე", ფაქტობრივად, შოკში ჩააგდო. ჯიღაური 84-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა ვაკო გვილიას ბატე-მაც, თუმცა ჩვენებური ბორისოველთა განაცხადში არ ყოფილა.

* * *
თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე მოთამაშე "კრასნოდარმა" კი გასვლაზე 1:2 წააგო "ცრვენა ზვეზდასთან" და ასპარეზობას
გამოეთიშა, რადგან შინ მხოლოდ 3:2 ჰქონდა მოგებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველოს ფეხბურთში ნაკრები ყაავს?????? და სად თამაშობს ეგ ნაკრები???? პირველად გავიგე.
რა მნიშვნელობა ააქვს
23:41 25-08-2017
2
კარგი :-)
Levani
21:03 25-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული