ჯიმი ტაბიძის შეცდომა "უფას" "ანჟისთან" წაგებად დაუჯდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის VIII ტურის სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს ქართველი ლეგიონერების გუნდები: მახაჭყალის "ანჟი" და "უფა" დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება მასპინძელ მახაჭყალურ გუნდს დარჩა, რომლის შემადგენლობაში სათადარიგოთა შორის იყვნენ გიორგი ლორია და ჯაბა ლიპარტია, რუსეთის მოქალაქე გურამ თეთრაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა. უფელთა რიგებში მხოლოდ პირველი ტაიმი ჩატაარა ჯიმი ტაბიძემ, რომლის შეცდომასაც მოჰყვა შეხვედრის ერთადერთი გოლი.

მატჩის მე-18 წუთზე საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველმა ბურთი იმ იმედით გაატარა, რომ მეტოქე ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდებოდა ან ბურთს "უფას" წინგ
ამოსული მეკარე მიუსწრებდა, მაგრამ ასე არ მოხდა...

ამ მოგებით "ანჟიმ" სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა - 6 ქულით ცხრილში მე-14 ადგილზეა. "უფა" 10 ქულით მე-7 პოზიციაზე რჩება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თამაშგარე იმიტომ არ იყო,რომ მარჯვენა მცველმა ვერ დაიცვა "ხაზი",ჩარჩა უკან და ამის გამო გავიდა გოლი. დამნაშავედ ყველა რუსმა კომენტატორმა ერთხმად ტაბიძე დაასახელა.მიზეზი გაინტერესებთ? მოგახსენებთ: იმავე ტურში "სპარტაკი"პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 უგებდა "ლოკომოტივს" და ფეხბურთელი გაუგდეს.მწვრთნელმა მაშინვე ჯანო ანანიძე გამოცვალა თავდამსხმელით,რუსმა კომენტატორებმა ჯერ გულწრფელად გაიკვირვეს,მოედნის შუა ხაზის დასუსტება როგორ შეიძლებოდაო, მაგრამ შემდეგ დაამატეს პირველ ტაიმში ჯანო არა ბრწყინავდაო, გაიგეთ?თურმე ქართველი თუ არა ბრწყინავს,მისი სკამზე დასმა და დადანაშაულება რუსეთში მოსულა.კიდევ, იმავე თამაშში კომენტატორებმა კვერკველია რამდენჯერმე დაამცირეს,ჯერ "გაფართოებული თვალებით უყურებდა დატყმულ ბურთს და გაუკვირდა, რომ ვერ ჩაჭრაო,თან დაამატეს:კოდევ კარგი,რომ ვერ მოხვდა ბურთი,თორემ ისევ საკუთარ კარში გაიტანდაო"( წინა ტურში უძლიერესად დარტყმული ბურთი მხარში მოხვდა და რიკოშეტი კარში გავიდა) შემდეგ,როცა "სპარტაკელმა" პრომესმა მოატყუა რუსი იგნატიევი და დაზღვევაზე წასული კვერკველია წაიქცა,კომენტატირმა დემენტიევი დაინდო და დიდი ემოციით წარმოსთქვა:პრომესმა კვერკველია ათრიაო.არა და კვერკველია რუსეთის პრემიერლიგაში ერთერთი უძლიერესი დამცველია.ორი დღის წინ დავწერე ლორიაზე,მის "ანჟი"-ში გადასვლასთან დაკავშირებით, სადაც ავღნიშნე, რომ პირველივე შესაძლებლობაზე მას აუცილებლად სათადარიგოთა სკამზე დასვამდნენ,და აგერ, რუსმა მეკარემ მშრალად შეინახა "ანჟი"-ს კარი და ახლა,სანამ ეგ მეკარე ტრამვას არ მიიღებს,იქამდე ლორიას სკამზე ჯდომა არ ასცდება.ეს არის რეალობა და მას თვალი უნდა გაუსწოროს რუსეთში მოთამაშე ყველა ქართველმა!
"რიგითი გულშემატკივარი"
15:32 26-08-2017
1
ეს მეკარის შეცდომაა. კარიდან რომ გამოვიდა იმხელაზე ბოლომდე უნდა ებრძოლა.
დემე
19:29 26-08-2017
1

სიახლეები პოპულარული