ლევან ზუხბაია ჯაბა ჯიღაურზე: ასეთი მუშა ქართველი ფეხბურთელი არ მინახავს

AutoSharing Option
"ვარდარმა" დიდი სენსაცია მოახდინა - მაკედონიურმა კლუბმა თურქულ გრანდ "ფენერბაჰჩესთან" შინ მოგების (2:0) შემდეგ ევროპალიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩიც მოიგო (2:1) და არსებობის ისტორიაში პირველად, საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. ბალკანელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა ჯაბა ჯიღაურმა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თურქულ გრანდს სტამბოლში 68-ე წუთზე გაუტანა, ანგარიში გაათანაბრა და მასპინძელი საბოლოოდ გატეხა...

- ლეგიონი ევროპალიგაზე: ჯიღაურის გოლმა "ფენერბაჰჩე" შოკში ჩააგდო [VIDEO]

"ლელო" ჯაბა ჯიღაურის მენეჯერ ლევან ზუხბაიას ელაპარაკა, რომელიც სტამბოლის შეხვედრას ესწრებოდა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

"თურქი გულშემატკივრების მსგავსი ფანები მე არასოდეს
მინახავს. სტადიონზე ყველა თავიანთ ვარსკვლავს აგინეს - ვან პერსის, სოლდადოს... მით უმეტეს - ვალბუენას, რადგან მეორე ტაიმში ჯაბამ კარგად ჩაკეტა და ამით გუნდის წარმატება განაპირობა.

როცა თამაში დასრულდა და ჯაბამ "ფენერის" ფანების ტრიბუნასთან ჩაიარა, ულტრასებმა ტაში დაუკრეს. ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ის, რომ მისი მენეჯერი და მეგობარი ვარ - უბრალოდ, როგორც ქართველი, ამაყი ვიყავი, რომ ჩვენიანს ასე დაუფასეს გოლიც, თამაშიც და მონდომებაც", - ამბობს ზუხბაია.

მისი თქმით, ჯიღაურს უფრო მაღალ დონეზე თამაშის პერსპექტივა აქვს:

"ჯაბამ შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა. ასეთი მუშა ქართველი ფეხბურთელი არ მინახავს - ის იყო ყველგან, სადაც გუნდს სჭირდებოდა. ჩემი აზრით, კარიერაში საუკეთესო თამაში ჩაატარა.

მატჩის შემდეგ რამდენიმე თურქულ არხზე გადავრთე, ყველგან იყო ფეხბურთი - "ფენერის" წაგება, "ვარდარის" მოგება და ჯიღაურის გადამწყვეტი გოლი. თურქული ტელევიზიები რომ შენს მომენტებს ატრიალებენ და ყველა სპორტულ თოქ-შოუში გახსენებენ, ეს დიდი რეკლამაა.

დარწმუნებული ვიყავი, ეს შეხვედრა მის კარიერაში დიდ როლს შეასრულებდა და ბევრი გუნდი დაინტერესდებოდა. ასეც არის. ახლა ჯაბას ბევრი დააკვირდება".
მკითხველის კომენტარები / 3 /
უცხოებს არ კიარა ვერ ერჩიან ვირთხები არიან ოფიციალური ვიზიტით ვინცაა იმათ შესაბამისი ყურადღებააქვთ მთავრობისგან მარა ერთი ვიღაცამ თუ გაბედა მერე ყველა მიბაძავს
lasha
08:45 30-08-2017
0
სხვათაშორის მართლაც უნიკალური მოქცევა აქვთ თურქ ფანებს, უცხო ფანებს არ ერჩიან არც უცხო ფეხბურთელებს, მაგრამ ერთმანეთს მუცელში უყრიან დანებას და თავზე ამსხვრევენ ყველაფერს ... თუმცა რამოდენიმე ფაქტი მახსენდება როცა ფატალურად დამთავრდა თურქი ფანებისა და უცხოელი ფანების დაპირისპირება, გუგლშიც შეიძლება მონახვა ... მაგრამ რუსებზე ღორი ფანები მაინც არავის არ ჰყავს
ვახტანგი
23:39 29-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული