ლეგიონი: საბა ლობჟანიძის ორმაგი დუბლი დანიის თასზე

AutoSharing Option
დანიის თასის 1/32-ფინალურ ეტაპზე "რანდერსი" სტუმრად დაბალი ლიგის ბინადარ "აგერბეკს" შეხვდა. საბა ლობჟანიძის გუნდმა იოლად (7:2) მოიგო და მესამე ეტაპზე გავიდა.

"რანდერსის" წარმატებაში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა დიდი როლი ითამაშა - 22 წლის ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა: მან მეტოქეს მესამე (26-ე წუთი) და მეშვიდე გოლები (77-ე) გაუტანა და ორიც საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლობჟანიძემ "რანდერსში" უკვე მე-8 შეხვედრა ჩაატარა. წინა 7 მატჩში 5-ჯერ მოედანზე შეცვლაზე შევიდა, ამჯერად კი თამაში შეუცვლელად ჩაატარა და ოფიციალურ შეხვედრებში პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 3 /
ესეც სტიმული რომ კიდე ბევრი გააკეთოს!!! დროა ეშველოს ქართულ ფეხბურთს თუ ჩაიდო ფინანსები და მიეხედა ბავშთა ფეხბურთს
ლაშა
13:42 30-08-2017
0
გუნდს რომელსაც 7:2 მოუგეს არანაირი მატჩი არ აქვს ჩატარებული, 1 მატჩი ჩაატარა 8 აგვისტოს , არც იქამდე და არც მერე თამაში არ ჩაუტარებიათ, რაღაც მოყვარულთა გუნდია როგორც სჩანს და თასზე მიიღეს მონაწილეობა , Agerbæk / Starup ჰქვია გუნდს და იქამდე მოიგეს 5:0 Bramming თან , რომელიც მართალია 1903 წელსაა შექმნილი მაგრამ აღარ ფუნქციონირებს , არც ერთ დივიზიას არ თამაშობს როგორც ზემოთხსენებული მეტქოე რომელსაც დუბლი გაუტანა საბამ, თან რანდერსი რომ 7:2 იგებს, ხომ ხვდებით რა დონის ცუდი გუნდი უნდა იყო რომ ასეთმა ცუდმა გუნდმა 7:2 მოგიგოს
ვახტანგი
11:34 30-08-2017
1

სიახლეები პოპულარული