სანდრო კობახიძე პოლტავას "ვორსკლაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
"გიოზთეფესთან" ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ 30 წლის ქართველი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე უკრაინაში დაბრუნდა და პოლტავას "ვორსკლაში" ჩაირიცხა, რომლის ღირსებასაც 2016 წელს იცავდა.

სანდროს 1+1 სისტემის ხელშეკრულება გაუფორმეს და 30-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

ალალად გეტყვით, არ ვაჭარბებ, თითქოს სახლში დავბრუნდი, აქ ახლობელი ადამიანები დამხვდნენ, ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ბიჭებთან ერთად ვარჯიშს, ბევრი სამუშაო გვაქვს და გუნდს ამოცანების გადაჭრაში უნდა დავეხმაროო, თქვა კობახიძემ.

სანდრო უკრაინაში საიუბილეო მე-10 სეზონს იწყებს და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ წელს მეორე წრეში ითამაშა თურქეთის პირველობაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული