სანდროს 1+1 სისტემის ხელშეკრულება გაუფორმეს და 30-ნომრიანი მაისურა გადასცეს.
ალალად გეტყვით, არ ვაჭარბებ, თითქოს სახლში დავბრუნდი, აქ ახლობელი ადამიანები დამხვდნენ, ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ბიჭებთან ერთად ვარჯიშს, ბევრი სამუშაო გვაქვს და გუნდს ამოცანების გადაჭრაში უნდა დავეხმაროო, თქვა კობახიძემ.
სანდრო უკრაინაში საიუბილეო მე-10 სეზონს იწყებს და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ წელს მეორე წრეში ითამაშა თურქეთის პირველობაზე.