"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძეს ბურთის ზედმეტად დიდხანს ტარება უყვარს

AutoSharing Option
ბელგიური "გენტის" მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი კლუბის ქართველ ახალწვეულზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე საუბრობს და ხაზს მისი თამაშის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეს უსვამს.

"თავადაც ხედავთ, რომ ამ ბიჭს თამაში შეუძლია. ის კარგია ბურთით თამაშისას და მას, ვარჯიშზე, გოლები მარტივად გააქვს. მეორე მხრივ, მას ასაკისთვის დამახასიათებელი "ბავშვობის დაავადებაც" აქვს: ჩაკვეტაძეს ძალიან უყვარს ბურთი და ზოგჯერ ის მას ზედმეტად დიდხანს იჩერებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გიორგიმ ენა უნდა ისწავლოს და თანაგუნდელებს შეეჩვიოს.

მოხვდება თუ არა ჩაკვეტაძე შემადგენლობაში? შესაძლოა, ამისთვის ჯერ ადრეა, მაგრამ
თავადაც ხედავთ, რომ ეს არის ბიჭი, რომელსაც "გენტში" მომავალში თამაში შეუძლია." - ციტირებს ვანჰაზებრუკის სიტყვებს "გენტის" ოფიციალური ვებგვერდი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
არ გამოადგება ეს გუნდი,არანაირი დონე აქ არააა,სხვა უფრო კარგ გუნდში უნდა გადასულიყო...
status quo
19:15 09-09-2017
0
აბა შენ იცი!
ირაკლი1
15:32 09-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული