"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძეს ბურთის ზედმეტად დიდხანს ტარება უყვარს

AutoSharing Option
ბელგიური "გენტის" მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი კლუბის ქართველ ახალწვეულზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე საუბრობს და ხაზს მისი თამაშის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეს უსვამს.

"თავადაც ხედავთ, რომ ამ ბიჭს თამაში შეუძლია. ის კარგია ბურთით თამაშისას და მას, ვარჯიშზე, გოლები მარტივად გააქვს. მეორე მხრივ, მას ასაკისთვის დამახასიათებელი "ბავშვობის დაავადებაც" აქვს: ჩაკვეტაძეს ძალიან უყვარს ბურთი და ზოგჯერ ის მას ზედმეტად დიდხანს იჩერებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გიორგიმ ენა უნდა ისწავლოს და თანაგუნდელებს შეეჩვიოს.

მოხვდება თუ არა ჩაკვეტაძე შემადგენლობაში? შესაძლოა, ამისთვის ჯერ ადრეა, მაგრამ
თავადაც ხედავთ, რომ ეს არის ბიჭი, რომელსაც "გენტში" მომავალში თამაში შეუძლია." - ციტირებს ვანჰაზებრუკის სიტყვებს "გენტის" ოფიციალური ვებგვერდი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
დაიწყეს უკვე. არავინ უნდა წავიდეს მაგ ბელგიაში.
Giorgi
13:02 09-09-2017
2
ამათმა ხო გაახურეს რა:( გაუშვან ეხლა დუბლებში და ადაბტაცია სჭირდებაო იტყვიან... მიდი ჩაკვე დააფარე ყველას...
levan
12:23 09-09-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული