"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძეს ბურთის ზედმეტად დიდხანს ტარება უყვარს

AutoSharing Option
ბელგიური "გენტის" მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი კლუბის ქართველ ახალწვეულზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე საუბრობს და ხაზს მისი თამაშის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეს უსვამს.

"თავადაც ხედავთ, რომ ამ ბიჭს თამაში შეუძლია. ის კარგია ბურთით თამაშისას და მას, ვარჯიშზე, გოლები მარტივად გააქვს. მეორე მხრივ, მას ასაკისთვის დამახასიათებელი "ბავშვობის დაავადებაც" აქვს: ჩაკვეტაძეს ძალიან უყვარს ბურთი და ზოგჯერ ის მას ზედმეტად დიდხანს იჩერებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გიორგიმ ენა უნდა ისწავლოს და თანაგუნდელებს შეეჩვიოს.

მოხვდება თუ არა ჩაკვეტაძე შემადგენლობაში? შესაძლოა, ამისთვის ჯერ ადრეა, მაგრამ
თავადაც ხედავთ, რომ ეს არის ბიჭი, რომელსაც "გენტში" მომავალში თამაში შეუძლია." - ციტირებს ვანჰაზებრუკის სიტყვებს "გენტის" ოფიციალური ვებგვერდი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
არ გამოადგება ეს გუნდი,არანაირი დონე აქ არააა,სხვა უფრო კარგ გუნდში უნდა გადასულიყო...
status quo
09 სექტემბერი 2017 19:15
0
აბა შენ იცი!
ირაკლი1
09 სექტემბერი 2017 15:32
0
ძალიან კარგი გუნდია და მწერთნელსაც ვეთახმები ჯერ უნდა შეეჩვიოს გარემოს ფეხბურთელები უნდა გაიცნოს გაიაროს ადაპტაცია თუ კარგად ითამაშებს და თავს გამოიჩენს არავინ დაუკარგავს იქ ტყუილად 3 მილიონს არ გადაიხდიდნენ
giorgi
09 სექტემბერი 2017 14:43
0
უკვე მერამდენე, ისტორია მეორდება...
ziqenbud
09 სექტემბერი 2017 14:02
1
დაიწყო..დიდის ამბით გადადიან და მერე ხეხავენ სკამს!
კახა
09 სექტემბერი 2017 13:37
2
აბსოლუტურად ვეთანხმები მწვრთნელს
oto
09 სექტემბერი 2017 13:22
0
დაიწყეს უკვე. არავინ უნდა წავიდეს მაგ ბელგიაში.
Giorgi
09 სექტემბერი 2017 13:02
2
ამათმა ხო გაახურეს რა:( გაუშვან ეხლა დუბლებში და ადაბტაცია სჭირდებაო იტყვიან... მიდი ჩაკვე დააფარე ყველას...
levan
09 სექტემბერი 2017 12:23
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული