გიორგი მერებაშვილი ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
pilkanozna.pl-მა პოლონეთის ექსტრაკლასას მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთი ქართველი ლეგიონერი შეიყვანა - გიორგი მერებაშვილი.

მერებაშვილი აღნიშნული გამოცემის სიმბოლურ ნაკრებში ამ სეზონში პირველად მოხვდა.

ამ ტურში მერებაშვილის გუნდი პლოცკის "ვისლა" სტუმრად "ზაგლებიეს" დაუზავდა - 2:2.

მერებაშვილი მოედანზე 57-ე წუთზე გამოვიდა, როცა მისი გუნდი 0:2-ს აგებდა, მაგრამ ქართველმა მატჩის მიმდინარეობა შეცვალა - ჯერ საგოლე პასი გააკეთა, მერე გუნდს პენალტის დარტყმის უფლება მოუპოვა.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული